https://sputnik-georgia.com/20260605/4-oqtombris-saqmeze-saproceso-setanxmeba-kidev-8-pirs-gauformdeba-299017543.html
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 8 პირს გაუფორმდება
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 8 პირს გაუფორმდება
Sputnik საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე საქმის განხილვა 5 ნაწილად მიმდინარეობს - საქმეზე ბრალდებული 64 პირი 05.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-05T18:38+0400
2026-06-05T18:38+0400
2026-06-05T18:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საპროტესტო აქციები თბილისში
ქართული სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a493b3542e04184bd210ccefdb4e059d.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. პრეზიდენტის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირებიდან ნაწილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. კერძოდ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება რვა ადამიანს: ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს, დავით ღურწკაიას. მათ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდავოდ გახადეს. 15 ბრალდებულიდან საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპზე არ უფორმდება შვიდ პირს – ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველეს, ზაქრო ალბუთაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს და დავით სტურუას. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. მათ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს ინტერესებს იცავდნენ. რაც შეეხებათ პირებს, რომლებმაც ბრალი აღიარეს, მათი საქმეები ცალკე წარმოებად გამოიყო. მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღეში სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან. მათ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას სამწლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს. რამდენიმე დღის წინ პროკურარტურამ განაცხადა, რომ 4 ოქტომბის მოვლენებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებოდა. კერძოდ, აღნიშნულ ეპიზოდზე დაკავებული 12 პირიდან შვიდმა - ალექსანდრე ხაბეიშვილმა, ბექა ქელეხსაშვილმა, გიორგი მულაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გურიელ ქარდავამ, თემურ ქურციკიძემ და ავთანდილ სურმანიძემ დანაშაული აღიარეს და ისინი სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისთანავე, სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან. თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე საქმის განხილვა 5 ნაწილად მიმდინარეობს. საქმეზე ბრალდებული 64 პირი გადანაწილებულია ხუთ სხვადასხვა ჯგუფში - თითოეულ ჯგუფში მინიმუმ 10 -15 პირი შედის. ამ ეტაპზე განაჩენი მხოლოდ ერთ (ათპირიან) საქმეზე გამოცხადდა. 2026 წლის 7 მაისს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პოლიტიკოსებს (პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს) და სხვა ბრალდებულებს 7-7 წლით პატიმრობა შეუფარდა. 64 ბრალდებულიდან უმრავლესობა (59 პირი) საპატიმროში იმყოფებოდა, 3 პირს შეფარდებული ჰქონდა გირაო, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა 2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე. გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_129:0:1266:853_1920x0_80_0_0_98eabf8c9b0373d36e98e7a7f335e276.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპროტესტო აქციები თბილისში , ქართული სასამართლო, თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპროტესტო აქციები თბილისში , ქართული სასამართლო, თბილისის საქალაქო სასამართლო
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 8 პირს გაუფორმდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე საქმის განხილვა 5 ნაწილად მიმდინარეობს - საქმეზე ბრალდებული 64 პირი
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. პრეზიდენტის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირებიდან ნაწილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.
კერძოდ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება რვა ადამიანს: ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს, დავით ღურწკაიას. მათ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდავოდ გახადეს.
15 ბრალდებულიდან საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპზე არ უფორმდება შვიდ პირს – ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველეს, ზაქრო ალბუთაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს და დავით სტურუას. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. მათ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს ინტერესებს იცავდნენ.
რაც შეეხებათ პირებს, რომლებმაც ბრალი აღიარეს, მათი საქმეები ცალკე წარმოებად გამოიყო. მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღეში სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან. მათ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას სამწლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს.
რამდენიმე დღის წინ პროკურარტურამ განაცხადა, რომ 4 ოქტომბის მოვლენებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებოდა. კერძოდ, აღნიშნულ ეპიზოდზე დაკავებული 12 პირიდან შვიდმა - ალექსანდრე ხაბეიშვილმა, ბექა ქელეხსაშვილმა, გიორგი მულაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გურიელ ქარდავამ, თემურ ქურციკიძემ და ავთანდილ სურმანიძემ დანაშაული აღიარეს და ისინი სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისთანავე, სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე საქმის განხილვა 5 ნაწილად მიმდინარეობს. საქმეზე ბრალდებული 64 პირი გადანაწილებულია ხუთ სხვადასხვა ჯგუფში - თითოეულ ჯგუფში მინიმუმ 10 -15 პირი შედის. ამ ეტაპზე განაჩენი მხოლოდ ერთ (ათპირიან) საქმეზე გამოცხადდა. 2026 წლის 7 მაისს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პოლიტიკოსებს (პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს) და სხვა ბრალდებულებს 7-7 წლით პატიმრობა შეუფარდა.
64 ბრალდებულიდან უმრავლესობა (59 პირი) საპატიმროში იმყოფებოდა, 3 პირს შეფარდებული ჰქონდა გირაო, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.