სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2026
გამოწერა
თუ ინტერნეტით შეძენილი პროდუქტის წარმომავლობა ან გამყიდველი უცნობია, იზრდება ყალბი ან შეუსაბამო პროდუქტის მიღების რისკი, აღნიშლია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს სასურსათო დანამატების ონლაინ პლატფორმების საშუალებით შეძენისას ყურადღება მიაქციონ პროდუქტის წარმომავლობას, ეტიკეტს და რეალიზაციის პირობებებს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც სააგენტო განმარტავს, სურსათის (სასურსათო) დანამატი სასურსათო პროდუქტია, რომელიც განკუთვნილია ნორმალური კვების რაციონის შესავსებად და წარმოადგენს საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების), კვებითი ან ფიზიოლოგიური ეფექტის მქონე სხვა ნივთიერებების კონცენტრირებულ წყაროს, ცალკე ან კომბინირებული სახით.
"დღეს სასურსათო დანამატების შეძენა სულ უფრო ხშირად ხდება ონლაინ — ვებგვერდების, სოციალური ქსელებისა და უცხოური პლატფორმების საშუალებით. ონლაინ ვაჭრობა მოსახერხებელია, თუმცა, უსაფრთხო არჩევანის გაკეთება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, სურსათის (სასურსათო) დანამატების შეძენისას ყურადღება მიაქციონ პროდუქტის წარმომავლობას, ეტიკეტს და რეალიზაციის პირობებებს", - აღნიშულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, თუ პროდუქტის წარმომავლობა ან გამყიდველი უცნობია, იზრდება ყალბი ან შეუსაბამო პროდუქტის მიღების რისკი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უწყების ვებგვერდზე განთავსებულია იმ სასურსათო დანამატების რეესტრი, რომლებზეც სააგენტოში წარმოდგენილია კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაცია.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეესტრის გადამოწმება უცხოური პლატფორმებიდან ან სოციალური ქსელების საშუალებით შეძენისას, რადგან უცხოური ონლაინ მაღაზიებიდან გამოწერილი პროდუქტი შესაძლოა არ აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს; არ ჰქონდეს ქართული ეტიკეტი; შეიცავდეს საქართველოში დაუშვებელ ნივთიერებებს; იყოს ფალსიფიცირებული ან ვადაგასული", - აღნიშულია ინფორმაციაში.
დეტალური ინფორმაცია სურსათის (სასურსათო) დანამატების ონლაინ შეძენის საფრთხეებზე მოცემულია ლინკზე.
ყველა ახალი ამბავი
0