https://sputnik-georgia.com/20260604/saqartvelo-da-azerbaijani-baqo-sufsis-navtobsadenze-operirebas-ertoblivad-ganaxorcieleben-299000635.html
საქართველო და აზერბაიჯანი ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე ოპერირებას ერთობლივად განახორციელებენ
საქართველო და აზერბაიჯანი ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე ოპერირებას ერთობლივად განახორციელებენ
Sputnik საქართველო
ნავთობსადენის გადაცემა აქტივის გაყიდვა კი არაა, არამედ ათი წლის წინ ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაა, აცხადებენ... 04.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-04T18:17+0400
2026-06-04T18:17+0400
2026-06-04T18:17+0400
აზერბაიჯანი
საქართველო
კავკასია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23669/60/236696029_0:50:565:368_1920x0_80_0_0_a4f4d1dcab53f9aec6dd1c2e4a8f6001.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტრანსნაციონალური ნავთობის და ბუნების აირის კომპანია British Petroleum (BP) 8 ივლისს ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მართვას საქართველოსა და აზერბაიჯანს გადასცემს, განაცხადა BP-ის რეგიონულურმა პრეზიდენტმა ჯოვანი კრისტოფოლიმ. ბაქო-სუფსის ნავთობსადენი წარმოადგენს ინფრასტრუქტურის საკვანძო ელემენტს მიწოდების ჯაჭვში, რომელიც უზრუნველყოფს ნავთობის ტრანზიტის აღდგენას ცენტრალური აზიიდან ევროპაში საქართველოს გავლით. 2026 წლის მაისში აზერბაიჯანი და საქართველო შეთანხმდნენ ნავთობსადენის აღდგენაზე. საექსპორტო მარშრუტი გამოიყენება ნავთობის ტრანსპორტირებისთვის აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოდან. მილსადენის სიგრძეა 837 კმ, ხოლო წლიური გამტარუნარიანობა – 7 მილიონ ტონაზე მეტი. კრისტოფოლის ინფორმაციით, აზერბაიჯანული მონაკვეთის ოპერატორი გახდება აზერბაიჯანი, ხოლო ქართული მონაკვეთის – საქართველოს მთავრობა. BP-ის რეგიონალურმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნავთობსადენის გადაცემა აქტივის გაყიდვა კი არაა, არამედ ათი წლის წინ ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაა. მუშაობის განახლება წარმატებით დასრულებული რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, მიმდინარე წლის მაისში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანია - SOCAR Midstream Operation LLC-ისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობისა სახელმწიფო კომპანიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ქართულ სექციასთან დაკავშირებით საოპერაციო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ნავთობსადენის მინიმალური დატვირთვის საკითხსაც განსაზღვრავს.ბაქო-სუფსას ნავთობსადენით ნავთობის მოწოდება სანგაჩალის ტერმინალიდან (რომელიც ბაქოს მახლობლად კასპიის ზღვაზე მდებარეობს) სუფსის პორტამდე ხორციელდება.ბაქო-სუფსის ნავთობსადენი 1999 წლის აპრილში გაიხსნა. იგი წელიწადში 7 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს ატარებს. ამ მარშრუტით ნავთობის გადატუმბვა 2022 წლის მარტში შეწყდა. ამჟამად აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი ხორციელდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით, რომლითაც ნავთობი გადის თურქეთსა და გარე ბაზრებზე.
აზერბაიჯანი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23669/60/236696029_34:0:525:368_1920x0_80_0_0_567588ebe34b7d82514c71955868ecdb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აზერბაიჯანი, საქართველო, კავკასია, ახალი ამბები
აზერბაიჯანი, საქართველო, კავკასია, ახალი ამბები
საქართველო და აზერბაიჯანი ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე ოპერირებას ერთობლივად განახორციელებენ
ნავთობსადენის გადაცემა აქტივის გაყიდვა კი არაა, არამედ ათი წლის წინ ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაა, აცხადებენ BP-ში
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტრანსნაციონალური ნავთობის და ბუნების აირის კომპანია British Petroleum (BP) 8 ივლისს ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მართვას საქართველოსა და აზერბაიჯანს გადასცემს, განაცხადა BP-ის რეგიონულურმა პრეზიდენტმა ჯოვანი კრისტოფოლიმ.
ბაქო-სუფსის ნავთობსადენი წარმოადგენს ინფრასტრუქტურის საკვანძო ელემენტს მიწოდების ჯაჭვში, რომელიც უზრუნველყოფს ნავთობის ტრანზიტის აღდგენას ცენტრალური აზიიდან ევროპაში საქართველოს გავლით.
2026 წლის მაისში აზერბაიჯანი და საქართველო შეთანხმდნენ ნავთობსადენის აღდგენაზე.
საექსპორტო მარშრუტი გამოიყენება ნავთობის ტრანსპორტირებისთვის აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოდან.
მილსადენის სიგრძეა 837 კმ, ხოლო წლიური გამტარუნარიანობა – 7 მილიონ ტონაზე მეტი.
კრისტოფოლის ინფორმაციით, აზერბაიჯანული მონაკვეთის ოპერატორი გახდება აზერბაიჯანი, ხოლო ქართული მონაკვეთის – საქართველოს მთავრობა.
BP-ის რეგიონალურმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნავთობსადენის გადაცემა აქტივის გაყიდვა კი არაა, არამედ ათი წლის წინ ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაა.
წარმატებით დასრულებული რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, მიმდინარე წლის მაისში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანია - SOCAR Midstream Operation LLC-ისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობისა სახელმწიფო კომპანიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ქართულ სექციასთან დაკავშირებით საოპერაციო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ნავთობსადენის მინიმალური დატვირთვის საკითხსაც განსაზღვრავს.
ბაქო-სუფსას ნავთობსადენით ნავთობის მოწოდება სანგაჩალის ტერმინალიდან (რომელიც ბაქოს მახლობლად კასპიის ზღვაზე მდებარეობს) სუფსის პორტამდე ხორციელდება.
ბაქო-სუფსის ნავთობსადენი 1999 წლის აპრილში გაიხსნა. იგი წელიწადში 7 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს ატარებს. ამ მარშრუტით ნავთობის გადატუმბვა 2022 წლის მარტში შეწყდა. ამჟამად აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი ხორციელდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით, რომლითაც ნავთობი გადის თურქეთსა და გარე ბაზრებზე.