https://sputnik-georgia.com/20260604/papuasvili-saqartvelos-sagareo-politika-msvidobisa-da-stabilurobiskenaa-mimartuli-299002535.html
პაპუაშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკა მშვიდობასა და სტაბილურობაზეა ორიენტირებული
პაპუაშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკა მშვიდობასა და სტაბილურობაზეა ორიენტირებული
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა დიალოგის განვითარების, ურთიერთპატივისცემისა და იდეოლოგიური დაპირისპირების შემცირების მნიშვნელობას. 04.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-04T20:42+0400
2026-06-04T20:42+0400
2026-06-04T20:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
შალვა პაპუაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496794_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_99d2ca6cfdf65f37738a5f46a8ad79b6.jpg
თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. ქვეყნის საგარეო პოლიტიკა პრაგმატულ და რაციონალურ მიდგომას ეფუძნება და ორ ძირითად შიდა მიზანს ემსახურება: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა ფასდებოდეს მისი შედეგებით და საქართველოსთვის მორალურია ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ამ შედეგებთან დაგვაახლოებს, ქვეყნის ომსა და ქაოსში გადაჩეხის გარეშე.მისი განცხადებით, ხელისუფლების პრაგმატული, რეალისტური და რაციონალური პოლიტიკის შუალედურ შედეგებს კარგად ხედავს საერთაშორისო საზოგადოების გონიერი ნაწილი, რომელსაც ესმის საერთაშორისო პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპები, ასევე ქართველი ხალხი.„რაც მთავარია, ჩვენი პოლიტიკის შედეგებს კარგად ხედავს ქართველი ხალხი და ჩვენი ამომრჩეველი. ეს ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება და აუცილებლად მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის სასურველ შედეგებს“, - აღნიშნა მან.როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, საერთაშორისო პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, თავს იმკვიდრებს კოლექტიური აზროვნება, კრიტიკული აზრის უგულებელყოფა, იდეური მარწუხების თავსმოხვევა, და პლურალიზმის მიუღებლობა, რაც საერთაშორისო დიალოგს ართულებს.მან ხაზი გაუსვა, რომ თანამედროვე მსოფლიო საჭიროებს უფრო მეტ დიალოგს, მეტ ურთიერთპატივისცემას და ნაკლებ იდეოლოგიურ დაპირისპირებას.პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ფორუმიც ხელს შეუწყობს პატივისცემაზე დაფუძნებულ და შინაარსიან დიალოგს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496794_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_786814f805e004ea8b01094666855333.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი
პაპუაშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკა მშვიდობასა და სტაბილურობაზეა ორიენტირებული
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა დიალოგის განვითარების, ურთიერთპატივისცემისა და იდეოლოგიური დაპირისპირების შემცირების მნიშვნელობას.
თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. ქვეყნის საგარეო პოლიტიკა პრაგმატულ და რაციონალურ მიდგომას ეფუძნება და ორ ძირითად შიდა მიზანს ემსახურება: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა ფასდებოდეს მისი შედეგებით და საქართველოსთვის მორალურია ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ამ შედეგებთან დაგვაახლოებს, ქვეყნის ომსა და ქაოსში გადაჩეხის გარეშე.
„თუკი საგარეო პოლიტიკის საზომი მორალია, საქართველოსთვის მორალურია ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ამ შედეგებთან დაგვაახლოებს, ქვეყნის ომსა და ქაოსში გადაჩეხის გარეშე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი განცხადებით, ხელისუფლების პრაგმატული, რეალისტური და რაციონალური პოლიტიკის შუალედურ შედეგებს კარგად ხედავს საერთაშორისო საზოგადოების გონიერი ნაწილი, რომელსაც ესმის საერთაშორისო პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპები, ასევე ქართველი ხალხი.
„რაც მთავარია, ჩვენი პოლიტიკის შედეგებს კარგად ხედავს ქართველი ხალხი და ჩვენი ამომრჩეველი. ეს ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება და აუცილებლად მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის სასურველ შედეგებს“, - აღნიშნა მან.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, საერთაშორისო პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, თავს იმკვიდრებს კოლექტიური აზროვნება, კრიტიკული აზრის უგულებელყოფა, იდეური მარწუხების თავსმოხვევა, და პლურალიზმის მიუღებლობა, რაც საერთაშორისო დიალოგს ართულებს.
მან ხაზი გაუსვა, რომ თანამედროვე მსოფლიო საჭიროებს უფრო მეტ დიალოგს, მეტ ურთიერთპატივისცემას და ნაკლებ იდეოლოგიურ დაპირისპირებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ფორუმიც ხელს შეუწყობს პატივისცემაზე დაფუძნებულ და შინაარსიან დიალოგს.