მაშველები მტკვარში მამაკაცის ცხედარს და გადავარდნილ ავტომობილს ეძებენ – ვიდეო

გამოწერა
მაშველები მეორე დღეა თბილისის ცენტრში მდინარე მტკვარში გადავარდნილ ავტომობილს და მის მძღოლს ეძებენ. როგორც ირკვევა, ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე სხვა მძღოლია, რომელმაც გადასსწრება სცადა. ამჟამად იგი დაკავებულია.
მდინარეზე სამძებრო ოპერაციაში ჩართული არიან მყვინთავები და სამაშველო
სამსახურის კატარღები. სამძებრო ტერიტორია პოლიციის მიერაა შემოსაზღვრული, თუმცა, სანაპიროზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა კვლავ თავისუფალია.
ეს არ არის მტკვარში ავტომობილის გადავარდნის პირველი შემთხვევა. 2025 წლის გაზაფხულზე თბილისში, მეტეხის ხიდიდან მდინარეში სამი ავტომობილი გადავარდა.
ყველა ახალი ამბავი
0