https://sputnik-georgia.com/20260604/daakaves-mzroli-romlis-gamoc-avtomobili-mtkvarsi-gadavarda-msxverpls-am-drome-ezeben-298995417.html
დააკავეს მძღოლი, რომლის გამოც ავტომობილი მტკვარში გადავარდა: მსხვერპლს ამ დრომდე ეძებენ
დააკავეს მძღოლი, რომლის გამოც ავტომობილი მტკვარში გადავარდა: მსხვერპლს ამ დრომდე ეძებენ
Sputnik საქართველო
მძღოლის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 04.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-04T14:17+0400
2026-06-04T14:17+0400
2026-06-04T14:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_34303e3ed586d7c027af102cfe08a88f.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივნისს მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შექმნა ავარიული ვითარება და შეეჯახა იქვე მოძრავ ავტომობილებს, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა. აღნიშნული მძღოლის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეც-ტექნიკა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მტკვარში გადავარდნილი 36 წლის მამაკაცი ჭიათურის სოფელ ითხვისიდან იყო და თბილისში ხელობაზე მუშაობდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_c0892f0f125ea77045a297ffd9e4621e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
დააკავეს მძღოლი, რომლის გამოც ავტომობილი მტკვარში გადავარდა: მსხვერპლს ამ დრომდე ეძებენ
მძღოლის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივნისს მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შექმნა ავარიული ვითარება და შეეჯახა იქვე მოძრავ ავტომობილებს, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.
აღნიშნული მძღოლის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეც-ტექნიკა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მტკვარში გადავარდნილი 36 წლის მამაკაცი ჭიათურის სოფელ ითხვისიდან იყო და თბილისში ხელობაზე მუშაობდა.