7 ივნისს სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობა გაიმართება

შიო მესამე
შიო მესამე - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2026
გამოწერა
საქართველოში ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილების საყოველთაო ნათლობა 2008 წლიდან იმართება.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 7 ივნისს საყოველთაო ნათლობის მორიგი, 73-ე ეტაპი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეკუთვნის. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება იყო - ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავდა.
საპატრიარქოს ცნობით, 20:00 საათზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დალოცავს ახალ ნათელღებულებს.
გასულ თვეს კათალიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ განაცხადა, რომ საქართველოში გაგრძელდებოდა ილია მეორის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიცია.
საქართველოში ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილების საყოველთაო ნათლობა 2008 წლიდან იმართება. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 50 ათასამდე ნათლული ჰყავდა.
ყველა ახალი ამბავი
0