საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩი ფრე ანგარიშით დაასრულა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2026
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში კიდევ ერთ მატჩს გამართავს - 5 ივნისს ბაჰრეინს დაუპირისპირდება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრა ფრე ანგარიშით - 1:1 დაასრულა.
მატჩში ანგარიში მეორე ტაიმში გაიხსნა - გიორგი ქვილითაიამ მეტოქის კარი 46-ე წუთზე აიღო. თუმცა, რუმინელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში კიდევ ერთ მატჩს გამართავს - 5 ივნისს ბაჰრეინს დაუპირისპირდება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.
ეროვნულმა ნაკრებმა შეხვედრა სამი შემტევის გარეშე ჩაატარეს – გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი ტრავმების გამო ვერ დაეხმარნენ თანაგუნდელებს, ხვიჩა კვარაცხელია კი მოედანზე ბაჰრეინთან მატჩში გამოვა.
რუმინეთთან მატჩში ნაკრებს გურამ კაშიამ უკაპიტნა, რომელმაც ამ შეხვედრით 17-წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა - კაშიამ ნაკრების მაისურით 129 მატჩი ჩაატარა და გულშემატკივარს დაემშვიდობა. გუნდის ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.
რუმინეთთან და ბაჰრეინთან დაგეგმილი ტესტ-მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო მოსამზადებელი ეტაპია ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონისთვის, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში, კერძოდ, B2 ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები უნგრეთი, უკრაინა და ჩრდ. ირლანდია იქნებიან. ეს არის ზედიზედ მეორე შემთხვევა, როდესაც ეროვნული გუნდი ამ დონეზე ითამაშებს, რაც ევროპის წამყვან გუნდებთან დაპირისპირების შესაძლებლობას იძლევა.
ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, რომელიც 2025 წლის ნოემბერში დასრულდა, E ჯგუფში სამი ქულით ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდმა მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა საკუთარ მოედანზე, სექტემბერში ბულგარეთის წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0