სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს

© Sputnik / Levan Avlabreliგოჭი
გოჭი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2026
გამოწერა
ორივე ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური პირები ორ სხვადასხვა იბიექტზე ბიზნეს-საქმიანობას რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდნენ.
„ორივე ობიექტზე დაფიქსირდა ასევე კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ფიზიკური პირები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი“, -აღნიშნავეს სააგენტოში.
ინსპექტირებისას აღმოჩენილი მავნე სურსათი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით და არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.
ყველა ახალი ამბავი
0