პირველად ისტორიაში: საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კანადაში იმყოფება

© Courtesy of Parliament of Georgiaსაპარლამენტი დელეგაცია კანადაში იმყოფება
საპარლამენტი დელეგაცია კანადაში იმყოფება - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2026
გამოწერა
ვიზიტის დასასრულს, საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრას გამართავს კანადაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ისტორიაში პირველად, მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კანადაში იმყოფება, სადაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპარლამენტო დელეგაცია კანადაში ვიცე-სპიკერის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციამ კანადა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფთან შეხვედრა უკვე გამართა. მხარეებმა განიხილეს რიგი საკითხები - საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების როლის გააქტიურება, ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გაზრდა და ქვეყნებს შორის პირდაპირი, აქტიური კომუნიკაციის გაძლიერება.
საქართველოს დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს პარტნიორებს შორის ობიექტური და სანდო ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობას.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირთან კანადის მზარდი დაახლოების პარალელურად, მნიშვნელოვანია კანადამ საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილებები ქვეყნის რეალურ რეფორმატორულ პროგრესსა და ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებზე დაყრდნობით მიიღოს, სადაც საქართველო ტრადიციულად მოწინავე პოზიციებს იკავებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, კანადურმა მხარემ დაადასტურა სამხრეთ კავკასიაში საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი, გამოხატა ინტერესი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების მიმართულებით და მზაობა, ხელი შეუწყოს საპარლამენტო დიალოგის გაღრმავებას.
© Courtesy of Parliament of Georgiaსაპარლამენტო დელეგაცია კანადაში იმყოფება
Делегация парламента Грузии проводит встречи в Канаде - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2026
საპარლამენტო დელეგაცია კანადაში იმყოფება
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ოტავასა და ტორონტოში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის კანადის პარლამენტის თავმჯდომარე ფრენსის სკარპალეჯასთან. სამუშაო შეხვედრები გაიმართება სენატისა და თემთა პალატის წამყვან კომიტეტებში, ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„ვიზიტის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა შევხვდეთ ქართულ დიასპორას. თავისთავად, ეს ვიზიტი ემსახურება საქართველოსა და კანადას შორის ურთიერთობების გამყარებას და ამ ურთიერთობების უფრო საინტერესო ეტაპზე გადაყვანას“, - განაცხადა წილოსანმა.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ენუქიძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხახუბია.
საქართველომ და კანადამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. 2011 წელს ოტავაში საქართველოს საელჩო გაიხსნა.
საქართველო და კანადა აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროსა და ეუთოს ფარგლებში. ოტავა მხარს უჭერს თბილისის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. 2009 წლიდან ქვეყნები რეგულარულად მართავენ ორმხრივ პოლიტიკურ კონსულტაციებს.
ყველა ახალი ამბავი
0