https://sputnik-georgia.com/20260602/mcxetidan-digmis-mimartulebit-sheizleba-alternatiuli-shemosasvleli-moewkos-298952394.html
კალაძე: მცხეთიდან დიდი დიღმის მიმართულებით, შესაძლოა, ალტერნატიული შემოსასვლელი მოეწყოს
კალაძე: მცხეთიდან დიდი დიღმის მიმართულებით, შესაძლოა, ალტერნატიული შემოსასვლელი მოეწყოს
Sputnik საქართველო
ახალი ალტერნატიული შემოსასვლელი მნიშვნელოვნად განტვირთავს დავით აღმაშენებლის ხეივანს და შეამცირებს საცობებს დიდი დიღმისა და ქალაქში შემოსასვლელ ძირითად... 02.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-02T12:00+0400
2026-06-02T12:00+0400
2026-06-02T12:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278017078_0:213:2048:1366_1920x0_80_0_0_641922e48a0cf3dba03397184c8def3d.jpg
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მცხეთიდან დიდი დიღმის მიმართულებით, შესაძლოა, ალტერნატიული შემოსასვლელი მოეწყოს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გამართა, ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიის დეტალური მოკვლევა და ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა.როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ახალი ალტერნატიული შემოსასვლელი მნიშვნელოვნად განტვირთავს დავით აღმაშენებლის ხეივანს და შეამცირებს საცობებს დიდი დიღმისა და ქალაქში შემოსასვლელ ძირითად მიმართულებებზე. საგზაო პროექტებსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას კალაძემ დაასახელა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - ავჭალა-ზაჰესის გავლით, ქალაქში შემოსვლის გარეშე, ლილოს მიმართულებით ჩქაროსნული მაგისტრალის მოწყობა.ახალი მაგისტრალი დასავლეთ საქართველოდან და კახეთის მიმართულებიდან მოძრავ სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტს საშუალებას მისცემს, თბილისის ცენტრალური ქუჩებისა და აღმაშენებლის ხეივნის გვერდის ავლით გავიდნენ ლილოსა და თბილისის შემოვლით გზაზე. გზა დაიწყება ნატახტარი-მცხეთის მონაკვეთიდან, გაივლის ზაჰესისა და ავჭალის მიმდებარე ტერიტორიას (თბილისის ზღვის ჩრდილოეთით) და პირდაპირ დაუკავშირდება კახეთის გზატკეცილს ლილოს დასახლებასთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278017078_275:240:1776:1366_1920x0_80_0_0_8b6d20c77eee9809a37bf194e629818d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
კალაძე: მცხეთიდან დიდი დიღმის მიმართულებით, შესაძლოა, ალტერნატიული შემოსასვლელი მოეწყოს
ახალი ალტერნატიული შემოსასვლელი მნიშვნელოვნად განტვირთავს დავით აღმაშენებლის ხეივანს და შეამცირებს საცობებს დიდი დიღმისა და ქალაქში შემოსასვლელ ძირითად მიმართულებებზე.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მცხეთიდან დიდი დიღმის მიმართულებით, შესაძლოა, ალტერნატიული შემოსასვლელი მოეწყოს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გამართა, ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიის დეტალური მოკვლევა და ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა.
„ჯერ არ გამიჟღერებია და პირველად თქვენი ეთერით ვიტყვი, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გვქონდა არაერთი შეხვედრა და მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები ახალ საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ესაა მცხეთიდან ალტერნატიული შემოსასვლელის გაკეთება დიდი დიღმის მიმართულებით. უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ რა პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი", - განაცხადა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ახალი ალტერნატიული შემოსასვლელი მნიშვნელოვნად განტვირთავს დავით აღმაშენებლის ხეივანს და შეამცირებს საცობებს დიდი დიღმისა და ქალაქში შემოსასვლელ ძირითად მიმართულებებზე.
საგზაო პროექტებსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას კალაძემ დაასახელა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - ავჭალა-ზაჰესის გავლით, ქალაქში შემოსვლის გარეშე, ლილოს მიმართულებით ჩქაროსნული მაგისტრალის მოწყობა.
ახალი მაგისტრალი დასავლეთ საქართველოდან და კახეთის მიმართულებიდან მოძრავ სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტს საშუალებას მისცემს, თბილისის ცენტრალური ქუჩებისა და აღმაშენებლის ხეივნის გვერდის ავლით გავიდნენ ლილოსა და თბილისის შემოვლით გზაზე. გზა დაიწყება ნატახტარი-მცხეთის მონაკვეთიდან, გაივლის ზაჰესისა და ავჭალის მიმდებარე ტერიტორიას (თბილისის ზღვის ჩრდილოეთით) და პირდაპირ დაუკავშირდება კახეთის გზატკეცილს ლილოს დასახლებასთან.