https://sputnik-georgia.com/20260602/erovnuli-gamocdebis-shepasebis-kriteriumebi-cnobilia-298958768.html
ცნობილია ეროვნული, სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები
ცნობილია ეროვნული, სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები
Sputnik საქართველო
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოქვეყნებული შეფასების კრიტერიუმები საგამოცდო პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას უზრუნველყოფს. 02.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-02T18:00+0400
2026-06-02T18:00+0400
2026-06-02T18:00+0400
საქართველო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/78/236177881_0:141:1181:805_1920x0_80_0_0_5f9b424db4b0541ff1a5b186171ece32.jpg
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები გამოაქვეყნა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმების, მაქსიმალური ქულებისა და ტესტირებისთვის გამოყოფილი საგამოცდო დროის შესახებ. უწყების ცნობით, საგამოცდო ტესტები მოიცავს როგორც არჩევითპასუხებიან (დახურულ), ისე ღია, შესაბამისობისა და სხვადასხვა ფორმატის დავალებებსდახურულ დავალებებში მხოლოდ ერთი სწორი პასუხი ფასდება კონკრეტული ქულით. ღია ტიპის დავალებები (მაგ. ესე, ტექსტის რედაქტირება, ანალიზი) კი ფასდება წინასწარ გაწერილი მკაცრი სქემების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს შეფასების ობიექტურობასა და გამჭვირვალობას.საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი ოთხი ნაწილისაგან შედგება - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა. თითოეული ნაწილისთვის განსაზღვრულია მაქსიმალური ქულები და შესრულების დრო: წაკითხულის გააზრება - 21 ქულა (75 წუთი), ანალიტიკური წერა - 18 ქულა (70 წუთი), ლოგიკური მსჯელობა - 17 ქულა (70 წუთი), რაოდენობრივი მსჯელობა - 19 ქულა (75 წუთი). უწყების განცხადებით, გამოქვეყნებული შეფასების კრიტერიუმები საგამოცდო პროცესის გამჭვირვალობას, სამართლიანობასა და მონაწილეთა ცოდნისა და უნარების თანაბარ პირობებში შეფასებას უზრუნველყოფს. უმაღლესი განათლების რეფორმის თანახმად, 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება ყველა ჩარიცხულისთვის უფასო, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში ფასიანი და იქ უკვე წელს ჩარიცხულ სტუდენტებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს. 2026 წლამდე ჩარიცხულებისთვის კი, მინისტრის ახალი ბრძანებით, კვლავ დარჩება გრანტების მიღების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა, მანამ ვიდრე ისინი სწავლას არ დაასრულებენ. ამის შემდეგ კი, მიმდინარე კანონმდებლობით, საგრანტო გამოცდები აღარ ჩატარდება.უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე, ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლება შემდეგი მოდელით განხორციელდება: ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სამი წელი, მაგისტრის ხარისხის მისაღებად ერთი წელი და დოქტორანტურისთვის მოსამზადებლად ერთი წელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/78/236177881_0:30:1181:916_1920x0_80_0_0_f8c063d035a7a3d62c3d50c263867471.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
ცნობილია ეროვნული, სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოქვეყნებული შეფასების კრიტერიუმები საგამოცდო პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას უზრუნველყოფს.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები გამოაქვეყნა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის
ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმების, მაქსიმალური ქულებისა და ტესტირებისთვის გამოყოფილი საგამოცდო დროის შესახებ.
„აღნიშნული განსაზღვრავს აბიტურიენტთა, მაგისტრანტობის კანდიდატთა და მასწავლებელთა ცოდნისა და უნარების შეფასების ერთიან პრინციპებს“, - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საგამოცდო ტესტები მოიცავს როგორც არჩევითპასუხებიან (დახურულ), ისე ღია, შესაბამისობისა და სხვადასხვა ფორმატის დავალებებს
დახურულ დავალებებში მხოლოდ ერთი სწორი პასუხი ფასდება კონკრეტული ქულით. ღია ტიპის დავალებები (მაგ. ესე, ტექსტის რედაქტირება, ანალიზი) კი ფასდება წინასწარ გაწერილი მკაცრი სქემების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს შეფასების ობიექტურობასა და გამჭვირვალობას.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი ოთხი ნაწილისაგან შედგება - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა. თითოეული ნაწილისთვის განსაზღვრულია მაქსიმალური ქულები და შესრულების დრო: წაკითხულის გააზრება - 21 ქულა (75 წუთი), ანალიტიკური წერა - 18 ქულა (70 წუთი), ლოგიკური მსჯელობა - 17 ქულა (70 წუთი), რაოდენობრივი მსჯელობა - 19 ქულა (75 წუთი).
უწყების განცხადებით, გამოქვეყნებული შეფასების კრიტერიუმები საგამოცდო პროცესის გამჭვირვალობას, სამართლიანობასა და მონაწილეთა ცოდნისა და უნარების თანაბარ პირობებში შეფასებას უზრუნველყოფს.
უმაღლესი განათლების რეფორმის თანახმად, 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება ყველა ჩარიცხულისთვის უფასო, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში ფასიანი და იქ უკვე წელს ჩარიცხულ სტუდენტებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს. 2026 წლამდე ჩარიცხულებისთვის კი, მინისტრის ახალი ბრძანებით, კვლავ დარჩება გრანტების მიღების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა, მანამ ვიდრე ისინი სწავლას არ დაასრულებენ. ამის შემდეგ კი, მიმდინარე კანონმდებლობით, საგრანტო გამოცდები აღარ ჩატარდება.
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე, ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლება შემდეგი მოდელით განხორციელდება: ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სამი წელი, მაგისტრის ხარისხის მისაღებად ერთი წელი და დოქტორანტურისთვის მოსამზადებლად ერთი წელი.