https://sputnik-georgia.com/20260602/avalianis-mkvlelobis-saqmeze-2-piris-ganacheni-gamoacxades-298956367.html
სასამართლომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვნის განაჩენი გამოაცხადა
სასამართლომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვნის განაჩენი გამოაცხადა
Sputnik საქართველო
ავალიანის საქმის ფარგლებში დაკავებულია ოთხი არასრულწლოვანი, მათ შორის ერთი გოგონა. 02.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-02T14:58+0400
2026-06-02T14:58+0400
2026-06-02T14:58+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
კრიმინალი საქართველოში
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_2209b3d3e754b75977be7026d5078c99.jpg
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ, ჯგუფურად მძიმე დაზიანების მომზადების ფაქტზე ბრალდებულ დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით და 9 თვით, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებულ ანი ნასყიდაშვილს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 28 წლის მასწავლებლისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ გიგა ავალიანის გარდაცვალებამ ქართული საზოგადოება შეძრა. თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმის გამო ავალიანი სამი კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და 2025 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ოთხი არასრულწლოვანი, მათ შორის ერთი გოგონა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო - მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჩიქოვანს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 9,9 წლით პატიმრობა შეეფარდა. ანი ნასყიდაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, მასაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელის ვადა 1/4-ით შეუმცირდა და 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 18, 117-ე მუხლით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება), ანი ნასყიდაშვილი კი - 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა). მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს. შემუშავებული გეგმის მიხედვით, 1-ელ ოქტომბერს გაბაშვილი და რიკაძე ჯგუფურად ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. მიმდინარე წლის მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩიქოვანს ხუთ ეპიზოდზე (მათ შორის ავალიანის საქმეზე) გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. იგი დამნაშავედ ცნეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში. აპრილში კი მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - კანონმდებლობის თანახმად, სასჯელის ვადა 6,9 წლამდე შემცირდა. ჩიქოვანთან ერთად, აპრილში სასამართლომ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც ავალიანის სიკვდილი გამოიწვია - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_57a722f55409d8bc3a05133ba5d42972.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები
სასამართლომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვნის განაჩენი გამოაცხადა
ავალიანის საქმის ფარგლებში დაკავებულია ოთხი არასრულწლოვანი, მათ შორის ერთი გოგონა.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ, ჯგუფურად მძიმე დაზიანების მომზადების ფაქტზე ბრალდებულ დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით და 9 თვით, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებულ ანი ნასყიდაშვილს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
28 წლის მასწავლებლისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ გიგა ავალიანის გარდაცვალებამ ქართული საზოგადოება შეძრა. თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმის გამო ავალიანი სამი კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და 2025 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ოთხი არასრულწლოვანი, მათ შორის ერთი გოგონა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო - მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჩიქოვანს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 9,9 წლით პატიმრობა შეეფარდა.
ანი ნასყიდაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, მასაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელის ვადა 1/4-ით შეუმცირდა და 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 18, 117-ე მუხლით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება), ანი ნასყიდაშვილი კი - 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა).
მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს. შემუშავებული გეგმის მიხედვით, 1-ელ ოქტომბერს გაბაშვილი და რიკაძე ჯგუფურად ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.
უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
მიმდინარე წლის მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩიქოვანს ხუთ ეპიზოდზე (მათ შორის ავალიანის საქმეზე) გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. იგი დამნაშავედ ცნეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში. აპრილში კი მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - კანონმდებლობის თანახმად, სასჯელის ვადა 6,9 წლამდე შემცირდა.
ჩიქოვანთან ერთად, აპრილში სასამართლომ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც ავალიანის სიკვდილი გამოიწვია - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.