https://sputnik-georgia.com/20260601/tbilisi-gastro-week-2026-maspinzlobs-298941384.html
თბილისი Gastro Week 2026-ს მასპინძლობს
თბილისი Gastro Week 2026-ს მასპინძლობს
Sputnik საქართველო
წლევანდელი კვირეული საიუბილეოა, რადგან პროექტი უკვე მეხუთედ იმართება - ფესტივალი 31 მაისს საზეიმოდ გაიხსნა და 7 ივნისს დაიხურება. 01.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-01T13:21+0400
2026-06-01T13:21+0400
2026-06-01T13:21+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23965/55/239655564_0:273:5231:3215_1920x0_80_0_0_812eecbe9302017c59b1584326a7300b.jpg
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქი საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალს Tbilisi Gastro Week- 2026 მასპინძლობს, რომელშიც ქართველ მზარეულებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი შეფებიც მონაწილეობენ, ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. წლევანდელი კვირეული საიუბილეოა, რადგან პროექტი უკვე მეხუთედ იმართება - ფესტივალი 31 მაისს საზეიმოდ გაიხსნა და 7 ივნისს დაიხურება. Tbilisi Gastro Week-ის მთავარი მიზანია სტუმრებისთვის დაუვიწყარი, ექსტრავაგანტური და უნიკალური გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნა, გასტრონომიის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კი - ახალი პერსპექტივების გაჩენა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო გასტროტურიზმის მიმართულებით.წელს, ფესტივალის პროგრამა განსაკუთრებულად ფოკუსირდება გასტრონომიის, ღვინის კულტურისა და მდგრადი ტურიზმის მიმართულებებზე. საქართველო უმასპინძლებს მსოფლიოში აღიარებულ პროფესიონალებს, მათ შორის, პარიზის ლეგენდარული Ritz Paris-ის სომელიერიის დირექტორს ფლორიან გიოტოს (Florian Guilloteau), რომელიც ქართველ სომელიე ანნა გოდაბრელიძესთან ერთად ღვინის დეგუსტაციებს გაუძღვება. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იქნება ფრანგული კულინარიის ლეგენდა, მიშლენის სამი ვარსკვლავის მფლობელი ჟაკ პურსელი (Jacques Pourcel), რომელიც რესტორან „ოსტიგანში" ასევე მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ შეფ სტეფან გორტინასთან ერთად ექსკლუზიურ ვახშამს გამართავს. Tbilisi Gastro Week 2026-ის გრანდიოზული დახურვა 7 ივნისს, კულინარიულ ბრანჩზე, რესტორან Osteria Luigi-ში შედგება. მას გაუძღვება ფლორენციის Michelin-ის ვარსკვლავის მფლობელი რესტორან Gucci Osteria-ს შეფ-მზარეული ტაკაჰიკო კონდო.კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართება საერთაშორისო გასტროტური კახეთში და თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი. საიუბილეო სეზონის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოს წამყვან შეფებთან, კულინარიული მასტერკლასები და განსაკუთრებული გასტრონომიული გამოცდილებები, რომლებიც Tbilisi Gastro Week 2026-ს კიდევ უფრო მასშტაბურ და დასამახსოვრებელ მოვლენად აქცევს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23965/55/239655564_290:0:4939:3487_1920x0_80_0_0_4950c759528e8c46c766528bd0b4ed00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი Gastro Week 2026-ს მასპინძლობს
წლევანდელი კვირეული საიუბილეოა, რადგან პროექტი უკვე მეხუთედ იმართება - ფესტივალი 31 მაისს საზეიმოდ გაიხსნა და 7 ივნისს დაიხურება.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქი საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალს Tbilisi Gastro Week- 2026 მასპინძლობს, რომელშიც ქართველ მზარეულებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი შეფებიც მონაწილეობენ, ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წლევანდელი კვირეული საიუბილეოა, რადგან პროექტი უკვე მეხუთედ იმართება - ფესტივალი 31 მაისს საზეიმოდ გაიხსნა და 7 ივნისს დაიხურება.
„თბილისის გასტრონომიული კვირეულის საიუბილეო, მეხუთე სეზონი სტუმრებს მასშტაბურ პროგრამას სთავაზობს. ფესტივალი წელს 8 დღის განმავლობაში მიმდინარეობს და 12 ღონისძიებას ითვალისწინებს, რომელიც თბილისსა და კახეთს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ წელს გასტროკვირეულში, როგორც მნიშვნელოვანი კომპონენტი, აქტიურად შემოდის ღვინოც", - განაცხადეს ორგანიზატორებმა.
Tbilisi Gastro Week-ის მთავარი მიზანია სტუმრებისთვის დაუვიწყარი, ექსტრავაგანტური და უნიკალური გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნა, გასტრონომიის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კი - ახალი პერსპექტივების გაჩენა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო გასტროტურიზმის მიმართულებით.
წელს, ფესტივალის პროგრამა განსაკუთრებულად ფოკუსირდება გასტრონომიის, ღვინის კულტურისა და მდგრადი ტურიზმის მიმართულებებზე. საქართველო უმასპინძლებს მსოფლიოში აღიარებულ პროფესიონალებს, მათ შორის, პარიზის ლეგენდარული Ritz Paris-ის სომელიერიის დირექტორს ფლორიან გიოტოს (Florian Guilloteau), რომელიც ქართველ სომელიე ანნა გოდაბრელიძესთან ერთად ღვინის დეგუსტაციებს გაუძღვება.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იქნება ფრანგული კულინარიის ლეგენდა, მიშლენის სამი ვარსკვლავის მფლობელი ჟაკ პურსელი (Jacques Pourcel), რომელიც რესტორან „ოსტიგანში" ასევე მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ შეფ სტეფან გორტინასთან ერთად ექსკლუზიურ ვახშამს გამართავს.
Tbilisi Gastro Week 2026-ის გრანდიოზული დახურვა 7 ივნისს, კულინარიულ ბრანჩზე, რესტორან Osteria Luigi-ში შედგება. მას გაუძღვება ფლორენციის Michelin-ის ვარსკვლავის მფლობელი რესტორან Gucci Osteria-ს შეფ-მზარეული ტაკაჰიკო კონდო.
კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართება საერთაშორისო გასტროტური კახეთში და თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი.
საიუბილეო სეზონის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოს წამყვან შეფებთან, კულინარიული მასტერკლასები და განსაკუთრებული გასტრონომიული გამოცდილებები, რომლებიც Tbilisi Gastro Week 2026-ს კიდევ უფრო მასშტაბურ და დასამახსოვრებელ მოვლენად აქცევს.