https://sputnik-georgia.com/20260601/sionsi-tazris-reabilitacia-daiwyo-298943360.html
სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო
სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე, ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს უინდა დასრულდეს. 01.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-01T16:00+0400
2026-06-01T16:00+0400
2026-06-01T16:00+0400
საქართველო
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/07/251095070_0:154:3093:1894_1920x0_80_0_0_dd4f8ab6ed4ae4d1fc0096bd81f2b7d9.jpg
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. თბილისის განვითარების ფონდმა სიონის ტაძარში სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამ დროისთვის ტაძრის პერიმეტრზე მიმდიანრეობს სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „რემონტი2“ ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება - პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 1 220 000 ლარს შეადგენს.უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ტაძარი და მისი სამრეკლო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონეა, ძეგლს სრულად შეუნარჩუნდება პირვანდელი, ისტორიული იერსახე და სამუშაოები უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდება.სიონის ტაძარიქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: საკათედრო ტაძარი, გალავანი, ორი სამრეკლო.გადმოცემით სიონი ერთ-ერთი იმ ტაძართაგანი იყო, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო თბილისში V საუკუნის II ნახევარში. ტაძარს საფუძვლად დაედო ღვთისმშობლის მიძინების ადგილზე გეთსემანიის ბაღში აღმართული ტაძრის გეგმა. ტაძარი მრავალჯერ დაარბიეს მტრებმა (ჯალალედინმა, თემურლენგმა, აღა-მაჰმად-ხანმა). დღევანდელი სახე ძირითადად XIII საუკუნის პერიოდისაა, ხოლო გუმბათი 1710 წელს აღადგინა ვახტანგ VI-მ.ისტორიულად იგი იყო თბილისის მთავარი საკათედრო ტაძარი - 1920 წლიდან კი გახდა საპატრიარქო ტაძარი. სიონმა აღნიშნული სტატუსი 2004 წლამდე შეინარჩუნა, სანამ სამების საკათედრო ტაძარი არ აკურთხეს.სიონის ტაძარში ინახება საქართველოს უმთავრესი სიწმინდე — ვაზის რტოსგან შეკრული წმინდა ნინოს ჯვარი. ის აქ 1801 წლიდან ასვენია. სიონი წარმოადგენს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა საძვალეს (აქ დაკრძალულნი არიან ეფრემ II, დავით V და სხვები). ტაძარში დაკრძალული არიან მისი მაშენებლები ერისმთავრები გუარამი და ადარნასე. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების: წმინდა კირიონ II–ის, ლეონიდეს, წმინდა ამბროსი აღმსარებლის, ქრისტეფორე III-ის, კალისტრატეს, მელქისედეკ III-ის, ეფრემ II-ის, დავით V-ის, ილია II–ის საფლავებია. 2026 წლის 22 მარტს საკუთარი ანდერძისა და სურვილისამებს თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაკრძალეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/07/251095070_181:0:2912:2048_1920x0_80_0_0_19e08fcac70ace15c84b0cb66cd3dd7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო
ამ ეტაპზე, ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს უინდა დასრულდეს.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. თბილისის განვითარების ფონდმა სიონის ტაძარში სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის ტაძრის პერიმეტრზე მიმდიანრეობს სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „რემონტი2“ ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება - პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 1 220 000 ლარს შეადგენს.
„არსებული მდგომარეობით დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც მოსული ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს. ტაძრის აღნიშნულ ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ტაძარი და მისი სამრეკლო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონეა, ძეგლს სრულად შეუნარჩუნდება პირვანდელი, ისტორიული იერსახე და სამუშაოები უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდება.
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: საკათედრო ტაძარი, გალავანი, ორი სამრეკლო.
გადმოცემით სიონი ერთ-ერთი იმ ტაძართაგანი იყო, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო თბილისში V საუკუნის II ნახევარში. ტაძარს საფუძვლად დაედო ღვთისმშობლის მიძინების ადგილზე გეთსემანიის ბაღში აღმართული ტაძრის გეგმა.
ტაძარი მრავალჯერ დაარბიეს მტრებმა (ჯალალედინმა, თემურლენგმა, აღა-მაჰმად-ხანმა). დღევანდელი სახე ძირითადად XIII საუკუნის პერიოდისაა, ხოლო გუმბათი 1710 წელს აღადგინა ვახტანგ VI-მ.
ისტორიულად იგი იყო თბილისის მთავარი საკათედრო ტაძარი - 1920 წლიდან კი გახდა საპატრიარქო ტაძარი. სიონმა აღნიშნული სტატუსი 2004 წლამდე შეინარჩუნა, სანამ სამების საკათედრო ტაძარი არ აკურთხეს.
სიონის ტაძარში ინახება საქართველოს უმთავრესი სიწმინდე — ვაზის რტოსგან შეკრული წმინდა ნინოს ჯვარი. ის აქ 1801 წლიდან ასვენია.
სიონი წარმოადგენს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა საძვალეს (აქ დაკრძალულნი არიან ეფრემ II, დავით V და სხვები). ტაძარში დაკრძალული არიან მისი მაშენებლები ერისმთავრები გუარამი და ადარნასე. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების: წმინდა კირიონ II–ის, ლეონიდეს, წმინდა ამბროსი აღმსარებლის, ქრისტეფორე III-ის, კალისტრატეს, მელქისედეკ III-ის, ეფრემ II-ის, დავით V-ის, ილია II–ის საფლავებია. 2026 წლის 22 მარტს საკუთარი ანდერძისა და სურვილისამებს თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაკრძალეს.