https://sputnik-georgia.com/20260601/saqartveloshi-denges-virusi-dapiqsirda-298940865.html
საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა
საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა
Sputnik საქართველო
დენგეს ვირუსი წინა კვირაში ერთ პირს დაუდასტურდა. 01.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-01T12:43+0400
2026-06-01T12:43+0400
2026-06-01T12:43+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23669/05/236690532_0:254:4928:3026_1920x0_80_0_0_00947ce4b90f98f802349bf390006fd1.jpg
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოში დენგეს ვირუსი (დენგეს ცხელების) დაფიქსირდა, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ პირველ არხის ეთერში. ჩხაიძის თქმით, ვირუსი წინა კვირაში ერთ პირს დაუდასტურდა. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.დენგეს ვირუსის გადამტანები ძირითადად Aedes aegypti-ს ტიპის მდედრი კოღოები არიან. ვირუსი ფართოდ არის გავრცელებული ტროპიკებში. ეს მძიმე დაავადებაა, რომელიც ჩვილ და ადრეული ასაკის ბავშვებსაც ემართებათ და მოზრდილებსაც, თუმცა ფატალურად იშვიათად მთავრდება.დენგეს ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 5-7 დღეა, კლასიკური ფორმის დროს კი 15 დღემდე მერყეობს. ვირუსის ძირითადი სიმპტომებია: მაღალი, 40 გრადუსამდე ტემპერატურა, თავის ძლიერი ტკივილი, ტკივილი თვალების არეში, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ღებინება, ლიმფური კვანძების გადიდება ან გამონაყარი.საქართველოში დენგეს ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევა ოფიციალურად 2013 წელს დაფიქსირდა. რაც შეეხება შემდგომ წლებს, 2016 წელს ვირუსი ინდოეთის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც საქართველოში უკვე ინფიცირებული შემოვიდა. 2017 წლის ივლისში კი დენგეს ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ბოლნისში. ვირუსი ახალგაზრდა მამაკაცს გადაედო. მას დაავადების მსუბუქი ფორმა აღმოაჩნდა და გამოჯანმრთელდა.დენგეს მძიმე ფორმა — პოტენციურად სასიკვდილო გართულებაა, რომელიც უკავშირდება პლაზმის დაღვრას, სითხის დაგროვებას, სუნთქვით უკმარისობას, ძლიერ სისხლდენას ან ორგანოების დაავადებას. ამ კრიტიკული სტადიის შემდგომი 24-48 საათი, შესაძლოა, ლეტალური გამოდგეს.1970 წლამდე დენგეს მძიმე ფორმის ეპიდემია მხოლოდ ცხრა ქვეყანაში მომხდარა. ამჟამად ეს დაავადება აფრიკის, ამერიკის, ხმელთაშუა ზღვისპირეთის აღმოსავლეთის და წყნარი ოკეანეს დასავლეთ ნაწილის 100 ქვეყნისათვის ენდემურ დაავადებას წარმოადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23669/05/236690532_278:0:4651:3280_1920x0_80_0_0_3bd0fb96a0c85245490103ff55208ba9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა
დენგეს ვირუსი წინა კვირაში ერთ პირს დაუდასტურდა.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოში დენგეს ვირუსი (დენგეს ცხელების) დაფიქსირდა, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ პირველ არხის ეთერში.
ჩხაიძის თქმით, ვირუსი წინა კვირაში ერთ პირს დაუდასტურდა. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
დენგეს ვირუსის გადამტანები ძირითადად Aedes aegypti-ს ტიპის მდედრი კოღოები არიან. ვირუსი ფართოდ არის გავრცელებული ტროპიკებში. ეს მძიმე დაავადებაა, რომელიც ჩვილ და ადრეული ასაკის ბავშვებსაც ემართებათ და მოზრდილებსაც, თუმცა ფატალურად იშვიათად მთავრდება.
დენგეს ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 5-7 დღეა, კლასიკური ფორმის დროს კი 15 დღემდე მერყეობს. ვირუსის ძირითადი სიმპტომებია: მაღალი, 40 გრადუსამდე ტემპერატურა, თავის ძლიერი ტკივილი, ტკივილი თვალების არეში, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ღებინება, ლიმფური კვანძების გადიდება ან გამონაყარი.
საქართველოში დენგეს ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევა ოფიციალურად 2013 წელს დაფიქსირდა. რაც შეეხება შემდგომ წლებს, 2016 წელს ვირუსი ინდოეთის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც საქართველოში უკვე ინფიცირებული შემოვიდა. 2017 წლის ივლისში კი დენგეს ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ბოლნისში. ვირუსი ახალგაზრდა მამაკაცს გადაედო. მას დაავადების მსუბუქი ფორმა აღმოაჩნდა და გამოჯანმრთელდა.
დენგეს მძიმე ფორმა — პოტენციურად სასიკვდილო გართულებაა, რომელიც უკავშირდება პლაზმის დაღვრას, სითხის დაგროვებას, სუნთქვით უკმარისობას, ძლიერ სისხლდენას ან ორგანოების დაავადებას. ამ კრიტიკული სტადიის შემდგომი 24-48 საათი, შესაძლოა, ლეტალური გამოდგეს.
1970 წლამდე დენგეს მძიმე ფორმის ეპიდემია მხოლოდ ცხრა ქვეყანაში მომხდარა. ამჟამად ეს დაავადება აფრიკის, ამერიკის, ხმელთაშუა ზღვისპირეთის აღმოსავლეთის და წყნარი ოკეანეს დასავლეთ ნაწილის 100 ქვეყნისათვის ენდემურ დაავადებას წარმოადგენს.