https://sputnik-georgia.com/20260601/kvaracxelias-girebuleba-50-mln-evroti-gaizarda-298949954.html
კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 50 მლნ ევროთი გაიზარდა
კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 50 მლნ ევროთი გაიზარდა
Sputnik საქართველო
კვარაცხელია პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს. 01.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-01T22:37+0400
2026-06-01T22:37+0400
2026-06-01T23:36+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/09/298024642_0:67:1440:877_1920x0_80_0_0_4df6cadd444b0d862b989b5b8c49b3c7.jpg
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. „პარი სენ-ჟერმენის“ 25 წლის ქართველი ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება, რომელმაც ამ დღეებში მეორედ მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა და სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, 90-დან 140 მილიონ ევრომდე გაიზარდა — განახლებული მონაცემები გერმანულმა ინტერნეტ-პორტალმა Transfermarkt-მა გამოაქვეყნა.ბუდაპეშტში 30 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პსჟ"-მ ლონდონის „არსენალი“ პენალტების სერიაში ანგარიშით 4:3 დაამარცხა (ძირითადი და დამატებითი დრო — 1:1). ტრიუმფში უდიდესი როლი ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც 65-ე წუთზე პენალტი გამოიმუშავა (ის უსმან დემბელემ გაიტანა) და პარიზულ გრანდს ანგარიშის გათანაბრებაში დაეხმარა, რამაც მატჩი ჯერ დამატებით დროში, შემდეგ კი პენალტების სერიამდე მიიყვანა.კვარაცხელია პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს. 30 მილიონი ევროთი გაიზარდა მისი თანაგუნდელების - ჟოაო ნევეშის, ვიტინიას და დეზირე დუეს ფასი.პლანეტის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელი კვლავ „ბარსელონას“ მარჯვენა ვინგერი, 18 წლის ლამინ იამალია — 200 მილიონი.კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის დასრულებულ სეზონში 16 მატჩი ჩაატარა - მოედანზე 1141 წუთი გაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.კვარაცხელიას ღირებულებამ მკვეთრი ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფეხბურთელი 2022 წლის გაზაფხულზე ბათუმის „დინამოდან“ იტალიურ „ნაპოლიში“ გადავიდა — 15-დან 35 მილიონ ევრომდე. ერთ წელიწადში ფეხბურთელის ფასი 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა.გასულ წელს, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ კი კვარაცხელიას ღირებულებამ 90 მილიონ ევროს მიაღწია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/09/298024642_0:0:1440:1080_1920x0_80_0_0_a99643ae15285cc05d75621db3669b50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 50 მლნ ევროთი გაიზარდა
22:37 01.06.2026 (განახლებულია: 23:36 01.06.2026) კვარაცხელია პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. „პარი სენ-ჟერმენის“ 25 წლის ქართველი ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება, რომელმაც ამ დღეებში მეორედ მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა და სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, 90-დან 140 მილიონ ევრომდე გაიზარდა — განახლებული მონაცემები გერმანულმა ინტერნეტ-პორტალმა Transfermarkt-მა გამოაქვეყნა.
ბუდაპეშტში 30 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პსჟ"-მ ლონდონის „არსენალი“ პენალტების სერიაში ანგარიშით 4:3 დაამარცხა (ძირითადი და დამატებითი დრო — 1:1). ტრიუმფში უდიდესი როლი ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც 65-ე წუთზე პენალტი გამოიმუშავა (ის უსმან დემბელემ გაიტანა) და პარიზულ გრანდს ანგარიშის გათანაბრებაში დაეხმარა, რამაც მატჩი ჯერ დამატებით დროში, შემდეგ კი პენალტების სერიამდე მიიყვანა.
კვარაცხელია პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს. 30 მილიონი ევროთი გაიზარდა მისი თანაგუნდელების - ჟოაო ნევეშის, ვიტინიას და დეზირე დუეს ფასი.
პლანეტის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელი კვლავ „ბარსელონას“ მარჯვენა ვინგერი, 18 წლის ლამინ იამალია — 200 მილიონი.
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის დასრულებულ სეზონში 16 მატჩი ჩაატარა - მოედანზე 1141 წუთი გაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კვარაცხელიას ღირებულებამ მკვეთრი ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფეხბურთელი 2022 წლის გაზაფხულზე ბათუმის „დინამოდან“ იტალიურ „ნაპოლიში“ გადავიდა — 15-დან 35 მილიონ ევრომდე. ერთ წელიწადში ფეხბურთელის ფასი 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
გასულ წელს, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ კი კვარაცხელიას ღირებულებამ 90 მილიონ ევროს მიაღწია.