https://sputnik-georgia.com/20260601/kobaxidze-pokashi-parakliss-daeswro-298948151.html
კობახიძე მთავრობის წევრებთან ერთად ფოკაში ნინოობისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო
კობახიძე მთავრობის წევრებთან ერთად ფოკაში ნინოობისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო
Sputnik საქართველო
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. 01.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-01T21:13+0400
2026-06-01T21:13+0400
2026-06-01T21:13+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1a/293053189_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_e7c487c166e1d580955efd80d5c781c4.jpg
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, ფოკაში ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორის – წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო.დღეს საქართველო ნინოობას ზეიმობს - ამ დღეს წმინდა ნინო ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში შემოვიდა. ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება იმ ადგილზე, საიდანაც გადმოცემის მიხედვით, წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა.პარაკლისი უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ აღავლინა. პარაკლისის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ნინოობა მიულოცა.პარაკლისის შემდეგ კობახიძე, უწმინდესთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, ფოკას წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა. პრემიერმა ასევე დაათვალიერა ახალქალაქის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის მუზეუმი.პრემიერ-მინისტრს და პატრიარქს სამღვდელმთავრო რეზიდენციაში უმასპინძლა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს.საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. 326 წელს წმიდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმიდა მოციქულთასწორის ნინოს საქართველოში შემოსვლას დიდი ზეიმით აღნიშნავს. ტაძრებში სრულდება სადღესასწაულო წირვა-ლოცვა.საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 27 იანვარს — მისი გარდაცვალების დღეს და 1 ივნისს — საქართველოში შემობრძანების დღეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1a/293053189_160:0:1120:720_1920x0_80_0_0_8e9ed5ff2b6baaad121eca739dc5e773.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, რელიგია
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, რელიგია
კობახიძე მთავრობის წევრებთან ერთად ფოკაში ნინოობისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, ფოკაში ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორის – წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო.
დღეს საქართველო ნინოობას ზეიმობს - ამ დღეს წმინდა ნინო ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში შემოვიდა. ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება იმ ადგილზე, საიდანაც გადმოცემის მიხედვით, წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა.
პარაკლისი უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ აღავლინა. პარაკლისის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ნინოობა მიულოცა.
პარაკლისის შემდეგ კობახიძე, უწმინდესთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, ფოკას წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა. პრემიერმა ასევე დაათვალიერა ახალქალაქის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის მუზეუმი.
პრემიერ-მინისტრს და პატრიარქს სამღვდელმთავრო რეზიდენციაში უმასპინძლა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. 326 წელს წმიდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმიდა მოციქულთასწორის ნინოს საქართველოში შემოსვლას დიდი ზეიმით აღნიშნავს. ტაძრებში სრულდება სადღესასწაულო წირვა-ლოცვა.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 27 იანვარს — მისი გარდაცვალების დღეს და 1 ივნისს — საქართველოში შემობრძანების დღეს.