https://sputnik-georgia.com/20260601/cincadze-qveknis-ekonomikur-zrdaze-298944838.html
მინისტრის მოადგილე: საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით გამორჩეული იქნება
მინისტრის მოადგილე: საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით გამორჩეული იქნება
Sputnik საქართველო
ცინცაძის თქმით, საქართველოს მთავრობა არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნების კუთხით მუშაობას აგრძელებს, განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 01.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-01T17:00+0400
2026-06-01T17:00+0400
2026-06-01T17:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250041905_0:34:3175:1819_1920x0_80_0_0_8d8290235d694a4841a30664d72347bd.jpg
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ელოდება, რომ ქვეყანა მშპ-ის ზრდის ტემპებით როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში გამორჩეული იქნება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ. საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში სწრაფად ვითარდება. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, ხოლო 2025 წელს – 7,5%. როგორც მან აღნიშნა, 2026 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, განათლების, ჯანდაცვის, ვაჭრობის და საფინანსო-სადაზღვევო სექტორებმა. მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა მუშაობას აგრძელებს არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნების კუთხით, რაც სამუშაო ადგილების შექმნის ბუნებრივი გზაა. ცინცაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს კონკურენტული უპირატესობა აქვს რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მათ შორის, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან. ამასთან, მისი შეფასებით, რაც ასევე მნიშვნელოვანია, საქართველო მიმზიდველია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორებისთვის. „ყოველივე ზემოაღნიშნულს განაპირობებს საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ფისკალური დისციპლინა, სწორი მონეტარული პოლიტიკა და, ზოგადად, საფინანსო სექტორის სიჯანსაღე, რასაც არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი თუ სარეიტინგო კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს თავის შეფასებებში“, -აღნიშა ცინცაძემ. „საქსტატის“ მონაცემებით , აპრილის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.2% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,3%-ს გაუტოლდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250041905_221:0:2952:2048_1920x0_80_0_0_e99a31a35e166e97787057364c24f5ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
მინისტრის მოადგილე: საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით გამორჩეული იქნება
ცინცაძის თქმით, საქართველოს მთავრობა არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნების კუთხით მუშაობას აგრძელებს, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ელოდება, რომ ქვეყანა მშპ-ის ზრდის ტემპებით როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში გამორჩეული იქნება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში სწრაფად ვითარდება. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, ხოლო 2025 წელს – 7,5%.
„ჩვენი მოლოდინია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, რაც საქართველოს ეკონომიკაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა, გაგრძელდება როგორც 2026 წელს, ისე მომდევნო წლებში და ქვეყანა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გამორჩეული იქნება არა მხოლოდ რეგიონის, არამედ გლობალური მასშტაბით“, – განაცხადა ცინცაძემ.
როგორც მან აღნიშნა, 2026 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, განათლების, ჯანდაცვის, ვაჭრობის და საფინანსო-სადაზღვევო სექტორებმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა მუშაობას აგრძელებს არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნების კუთხით, რაც სამუშაო ადგილების შექმნის ბუნებრივი გზაა.
„ამ მიმართულებით არაერთი სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მუშაობს, მათ შორის აღსანიშნავია მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ მიმართული სახელწიფო პროგრამები, რომლებიც დღესდღეობით, უკვე დახვეწილ ფორმაში, ახალ შინაარსს იძენს“, – განაცხადა ცინცაძემ.
ცინცაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს კონკურენტული უპირატესობა აქვს რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მათ შორის, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან. ამასთან, მისი შეფასებით, რაც ასევე მნიშვნელოვანია, საქართველო მიმზიდველია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორებისთვის.
„ყოველივე ზემოაღნიშნულს განაპირობებს საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ფისკალური დისციპლინა, სწორი მონეტარული პოლიტიკა და, ზოგადად, საფინანსო სექტორის სიჯანსაღე, რასაც არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი თუ სარეიტინგო კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს თავის შეფასებებში“, -აღნიშა ცინცაძემ.
„საქსტატის“ მონაცემებით , აპრილის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.2% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,3%-ს გაუტოლდა.