https://sputnik-georgia.com/20260601/baqo-tbilisi-karsis-tkinigza-2-ivnisidan-amoqmeddeba-298946643.html
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად 2 ივნისიდან ამოქმედდება
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად 2 ივნისიდან ამოქმედდება
Sputnik საქართველო
პროექტის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება ჩინეთსა და ევროპას შორის მზარდი ტვირთნაკადებისა და „შუა დერეფნის" მიმართ გაზრდილი საერთაშორისო ინტერესის ფონზე. 01.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-01T18:43+0400
2026-06-01T18:43+0400
2026-06-01T18:43+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/10/277718462_130:278:1150:852_1920x0_80_0_0_7eae4561147b6ada2f60f89d8ab5ba74.jpg
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი 2 ივნისს ოფიციალურად ამოქმედდება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შესაძლებელი გახდა 18 მაისს, ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილისა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევის მიერ ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლზე ხელმოწერით შედეგად, რომელიც ითვალისწინებს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში გაშვებას. აღნიშნულ სტრატეგიულ ინიციატივას საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი.უწყების ცნობით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სამი ქვეყნის საერთო ხედვას, რეგიონულ პარტნიორობასა და აზიასა და ევროპას შორის მდგრადი კავშირის განმტკიცების ერთობლივ მიზანს ეფუძნება.მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრს, აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე სარკინიგზო მაგისტრალი.ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა ყოველწლიურად მზარდია. ხაზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლით პროექტის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც რეგიონს ტვირთების დამატებით ნაკადების გატარების საშუალებას მისცემს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის სატრანსპორტო შესაძლებლობებს.როგორც უწყებაში აღნიშნეს, პროექტის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება ჩინეთსა და ევროპას შორის მზარდი ტვირთნაკადებისა და „შუა დერეფნის" მიმართ გაზრდილი საერთაშორისო ინტერესის ფონზე.ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სარკინიგზო ქსელებს და აყალიბებს ერთიან სატრანსპორტო დერეფანს ევროპასა და აზიას შორის.ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აშენდა 2007 წელს ხელმოწერილი აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე. პროექტის რეალიზაცია 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.2020 წლის იანვარში, აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, უზბეკეთიდან ევროპაში საქართველოს გავლით სატვირთო გადაზიდვები დაიწყო.ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის ხაზის სრულად ამოქმედების შემდეგ, ევროპასა და აზიას შორის ახალი დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტი შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის გაზრდას.მოსალოდნელია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ამ მაგისტრალზე წლიური ტვირთბრუნვა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, ხოლო მომავალში ეს მაჩვენებელი 15 მილიონ ტონას მიაღწევს.ეს პროექტი, რომელიც სამი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი) ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება, მიზნად ისახავს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად გარდაქმნას, რომელიც „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მსოფლიოს 100 საუკეთესო პროექტს შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ერთ-ერთ გლობალურ სტრატეგიულ პროექტადაა აღიარებული.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/10/277718462_102:241:917:852_1920x0_80_0_0_375ab8fd9980d7fc5c95484cc94245b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად 2 ივნისიდან ამოქმედდება
პროექტის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება ჩინეთსა და ევროპას შორის მზარდი ტვირთნაკადებისა და „შუა დერეფნის" მიმართ გაზრდილი საერთაშორისო ინტერესის ფონზე.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი 2 ივნისს ოფიციალურად ამოქმედდება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შესაძლებელი გახდა 18 მაისს, ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილისა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევის მიერ ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლზე ხელმოწერით შედეგად, რომელიც ითვალისწინებს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში გაშვებას. აღნიშნულ სტრატეგიულ ინიციატივას საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი.
უწყების ცნობით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სამი ქვეყნის საერთო ხედვას, რეგიონულ პარტნიორობასა და აზიასა და ევროპას შორის მდგრადი კავშირის განმტკიცების ერთობლივ მიზანს ეფუძნება.
„ახალი სარკინიგზო მარშრუტი ქმნის დამატებით გამტარუნარიანობას რეგიონში, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატვირთო ნაკადების მარშრუტების დივერსიფიცირებას და აძლიერებს რეგიონის დაკავშირებადობას", - ნათქვამია განცხადებაში.
მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრს, აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე სარკინიგზო მაგისტრალი.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა ყოველწლიურად მზარდია. ხაზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლით პროექტის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც რეგიონს ტვირთების დამატებით ნაკადების გატარების საშუალებას მისცემს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის სატრანსპორტო შესაძლებლობებს.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, პროექტის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება ჩინეთსა და ევროპას შორის მზარდი ტვირთნაკადებისა და „შუა დერეფნის" მიმართ გაზრდილი საერთაშორისო ინტერესის ფონზე.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სარკინიგზო ქსელებს და აყალიბებს ერთიან სატრანსპორტო დერეფანს ევროპასა და აზიას შორის.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აშენდა 2007 წელს ხელმოწერილი აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე. პროექტის რეალიზაცია 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.
2020 წლის იანვარში, აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, უზბეკეთიდან ევროპაში საქართველოს გავლით სატვირთო გადაზიდვები დაიწყო.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის ხაზის სრულად ამოქმედების შემდეგ, ევროპასა და აზიას შორის ახალი დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტი შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის გაზრდას.
მოსალოდნელია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ამ მაგისტრალზე წლიური ტვირთბრუნვა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, ხოლო მომავალში ეს მაჩვენებელი 15 მილიონ ტონას მიაღწევს.
ეს პროექტი, რომელიც სამი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი) ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება, მიზნად ისახავს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად გარდაქმნას, რომელიც „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მსოფლიოს 100 საუკეთესო პროექტს შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ერთ-ერთ გლობალურ სტრატეგიულ პროექტადაა აღიარებული.