მეცხოველეობა საქართველოში: ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Юрий Сомовძროხები
ძროხები - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2026
გამოწერა
2026 წლის პირველ კვარტალში ხორცის წარმოება 2,9%-ით გაიზარდა და 18 ათასი ტონა შეადგინა.
თბილისი, 31მაისი — Sputnik. 2026 წლის პირველ კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 2025 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით შემცირდა და 801 ათასი სული შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკოს ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციაში.
უწყების მონაცემებით, ამ პერიოდში ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 376,2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 2025 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 5,1%-ით ნაკლებია.
ღორის რაოდენობამ 152,3 ათასი სული შეადგინა, რაც 0,2 პროცენტით მეტია 2025 წლის მაჩვენებელზე.
ამასთან, ფრინველის რაოდენობა 0,5%-ით შემცირდა და 8,5 მილიონი ფრთა შეადგინა.
მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება
2026 წლის პირველ კვარტალში ხორცის წარმოება 2,9%-ით გაიზარდა და 18 ათასი ტონა შეადგინა.
„საქსტატის" ცნობით, რძის წარმოებამ 107,2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც 2025 წლის მაჩვენებელზე 1,2%-ით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 179,1 მილიონი კვერცხი, რაც 2025 წლის მაჩვენებელზე 4,1%-ით მეტია.
პირუტყვის ექსპორტი და იმპორტი
2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 20,7 ათასი სული გავიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2,8%-ით ნაკლებია. ამავე დროს იმპორტი შემცირდა 51,8%-ით და 1,3 ათასი სული შეადგინა.
საქართველოდან ფრინველის ექსპორტი 50,6%-ით შემცირდა და 883 ათასი შეადგინა, იმპორტმა კი 2,5 მილიონს (34,5%) მიაღწია.
ღორის იმპორტი გაიზარდა 35,9%-ით და 48,8 ათასი სული შეადგინა. რაც შეეხება ექსპორტს, საანგარიშო პერიოდში აღნიშნული პროდუქციის ქსპორტი საერთოდ არ განხორციელებულა.
ყველა ახალი ამბავი
0