https://sputnik-georgia.com/20260531/bakurianshi-biatlonis-saertashoriso-dge-aginishna-298935492.html
პირველად საქართველოში: ბაკურიანში ბიატლონის საერთაშორისო დღე აღინიშნა
პირველად საქართველოში: ბაკურიანში ბიატლონის საერთაშორისო დღე აღინიშნა
Sputnik საქართველო
ბიატლონი ოლიმპიური პროგრამის ნაწილი 1960 წლიდან გახდა და ზამთრის სპორტის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად დისციპლინად ითვლება. 31.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-31T19:37+0400
2026-05-31T19:37+0400
2026-05-31T19:37+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23250/05/232500598_0:152:1361:917_1920x0_80_0_0_37c3ddc466e7d19abf9c6fd22181dbc6.jpg
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველო ბიატლონის საერთაშორისო დღეს (International Biathlon Day) ისტორიაში პირველად შეუერთდა და 30-ზე მეტი ქვეყნის შემადგენლობაში შევიდა, სადაც დღესასწაული აღინიშნება, ნათქვამია საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაციის განცხადებაში.ბიატლონის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ყოველწლიურად 31 მაისს აღინიშნება, მისი მიზანია ზამთრის ოლიმპიური სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდობის ჩართულობის წახალისება. საქართველოში ბიატლონის საერთაშორისო დღისადმი გამართულ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას დაბა ბაკურიანმა უმასპინძლა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბაკურიანის საერთაშორისო ტრასაზე მოეწყო სპეციალური გასართობი და შემეცნებითი სივრცეები - გაიმართა მხიარული სტარტები, სიმულაციური ვარჯიშები, ბიატლონის საბაზისო აღჭურვილობის გაცნობა, გასართობ-შემეცნებითი აქტივობები.საქართველოში ბიატლონის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა ბაკურიანში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა გახდა. 2025 წელს გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 3,5-კილომეტრიანი ბიატლონის ტრასა, რომელმაც Bakuriani 2025-ის ევროპის ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა და სპორტის ამ სახეობის განვითარების ახალი ეტაპი განსაზღვრა.სათხილამურო სირბილი და მიზანში სროლა - ბიატლონი ზამთრის ოლიმპიური სპორტია. სპორტის ეს სახეობა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ზამთრის სპორტად ითვლება. საქართველოს ბუნებრივი პირობები და ინფრასტრუქტურა კი შესაბამისია იმისთვის, რომ რეგიონი ზამთრის სპორტის მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდეს.ბიატლონი ოლიმპიური პროგრამის ნაწილი 1960 წლიდან გახდა და ზამთრის სპორტის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად დისციპლინად ითვლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23250/05/232500598_0:25:1361:1045_1920x0_80_0_0_102ae4620734bc7f6e827fddf7cd765b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
პირველად საქართველოში: ბაკურიანში ბიატლონის საერთაშორისო დღე აღინიშნა
ბიატლონი ოლიმპიური პროგრამის ნაწილი 1960 წლიდან გახდა და ზამთრის სპორტის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად დისციპლინად ითვლება.
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველო ბიატლონის საერთაშორისო დღეს (International Biathlon Day) ისტორიაში პირველად შეუერთდა და 30-ზე მეტი ქვეყნის შემადგენლობაში შევიდა, სადაც დღესასწაული აღინიშნება, ნათქვამია საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაციის განცხადებაში.
ბიატლონის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ყოველწლიურად 31 მაისს აღინიშნება, მისი მიზანია ზამთრის ოლიმპიური სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდობის ჩართულობის წახალისება.
საქართველოში ბიატლონის საერთაშორისო დღისადმი გამართულ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას დაბა ბაკურიანმა უმასპინძლა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბაკურიანის საერთაშორისო ტრასაზე მოეწყო სპეციალური გასართობი და შემეცნებითი სივრცეები - გაიმართა მხიარული სტარტები, სიმულაციური ვარჯიშები, ბიატლონის საბაზისო აღჭურვილობის გაცნობა, გასართობ-შემეცნებითი აქტივობები.
საქართველოში ბიატლონის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა ბაკურიანში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა გახდა. 2025 წელს გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 3,5-კილომეტრიანი ბიატლონის ტრასა, რომელმაც Bakuriani 2025-ის ევროპის ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა და სპორტის ამ სახეობის განვითარების ახალი ეტაპი განსაზღვრა.
სათხილამურო სირბილი და მიზანში სროლა - ბიატლონი ზამთრის ოლიმპიური სპორტია. სპორტის ეს სახეობა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ზამთრის სპორტად ითვლება. საქართველოს ბუნებრივი პირობები და ინფრასტრუქტურა კი შესაბამისია იმისთვის, რომ რეგიონი ზამთრის სპორტის მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდეს.
ბიატლონი ოლიმპიური პროგრამის ნაწილი 1960 წლიდან გახდა და ზამთრის სპორტის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად დისციპლინად ითვლება.