https://sputnik-georgia.com/20260530/shida-turizmi-298921149.html
შიდა ტურისტების რიცხვი გაიზარდა - სტატისტიკური მონაცემები
შიდა ტურისტების რიცხვი გაიზარდა - სტატისტიკური მონაცემები
Sputnik საქართველო
2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე ხშირად იმოგზაურეს მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად. ხშირი იყო მოგზაურობები საყიდლებზე და სამკურნალოდ. 30.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-30T15:59+0400
2026-05-30T15:59+0400
2026-05-30T15:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ტურიზმი
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23295/78/232957854_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_3e082eff8fc0e99672308781dd6b8b0d.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში შიდა ტურისტების რიცხვი 2%-ით გაიზარდა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე თვეში საშუალოდ მოგზაურობდა ქვეყნის 1.287,9 ათასმა მოქალაქემ. მათ განახორციელეს 1.584 ათასი ვიზიტი (5,1%-ით მეტი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) სხვა დასახლებულ პუნქტში, საიდანაც ტურისტული ვიზიტი 665 ათასი იყო.საქართველოში ადგილობრივი მოგზაური მოსახლეობის ძირითადი ასაკია 51–70 წელი, მათ საერთო რაოდენობის 36,2% შეადგინეს.შემდეგ მოდიან 31-50 წლის მოქალაქეები (36%).მოგზაურობის მთავარი მიმართულება იყო თბილისი (415 ათასი), მეორე ადგილზეა იმერეთი (322,4 ათასი).სად იყვნენ და რამდენი დახარჯეს ადგილობრივმა ტურისტებმა2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე ხშირად იმოგზაურეს მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად. ხშირი იყო მოგზაურობები საყიდლებზე და სამკურნალოდ.შიდა ტურისტების საშუალო თვიურმა ხარჯმა 273,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12,9%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი თვეში გაიზარდა 7,4%-ით და 12,7 ლარი შეადგინა.ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებასა და ტრანსპორტზე.შიდა ტურისტებს შორის ქალები 55%-ს შეადგენენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23295/78/232957854_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_219fb60547aed8f0e8e78e3691a32158.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი, საქსტატი
შიდა ტურისტების რიცხვი გაიზარდა - სტატისტიკური მონაცემები
2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე ხშირად იმოგზაურეს მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად. ხშირი იყო მოგზაურობები საყიდლებზე და სამკურნალოდ.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში შიდა ტურისტების რიცხვი 2%-ით გაიზარდა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე თვეში საშუალოდ მოგზაურობდა ქვეყნის 1.287,9 ათასმა მოქალაქემ. მათ განახორციელეს 1.584 ათასი ვიზიტი (5,1%-ით მეტი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) სხვა დასახლებულ პუნქტში, საიდანაც ტურისტული ვიზიტი 665 ათასი იყო.
საქართველოში ადგილობრივი მოგზაური მოსახლეობის ძირითადი ასაკია 51–70 წელი, მათ საერთო რაოდენობის 36,2% შეადგინეს.
შემდეგ მოდიან 31-50 წლის მოქალაქეები (36%).
მოგზაურობის მთავარი მიმართულება იყო თბილისი (415 ათასი), მეორე ადგილზეა იმერეთი (322,4 ათასი).
სად იყვნენ და რამდენი დახარჯეს ადგილობრივმა ტურისტებმა
რეზიდენტი ტურისტების ვიზიტების მიზანი (ერთი თვის საშუალო მაჩვენებელი)
ვიზიტის მიზანი | ვიზიტების რაოდენობა, ათასი | წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში, % |
ვიზიტი ნათესავებთან და მეგობრებთან | 867 | 54,7 |
შოპინგი | 246,0 | 15,5 |
მკურნალობა | 150,3 | 9,5 |
მეორე სახლის მონახულება | 145,4 | 9,2 |
დასვენება და გართობა | 94,6 | 6 |
პროფსაქმიანობა | 24,9 | 1,6 |
სხვა | 55,9 | 3,5 |
2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე ხშირად იმოგზაურეს მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად. ხშირი იყო მოგზაურობები საყიდლებზე და სამკურნალოდ.
შიდა ტურისტების საშუალო თვიურმა ხარჯმა 273,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12,9%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი თვეში გაიზარდა 7,4%-ით და 12,7 ლარი შეადგინა.
ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებასა და ტრანსპორტზე.
შიდა ტურისტების ხარჯები (თვის საშუალო მაჩვენებელი):
ხარჯის სახეობა | ხარჯი, მლნ ლარი | ერთი ვიზიტის ხარჯი, ლარი |
შოპინგი | 101,6 | 64,2 |
ტრანსპორტი | 53,5 | 33,8 |
საჭმელი და სასმელი | 53,1 | 33,5 |
განთავსება | 8,4 | 5,3 |
გართობა | 2,7 | 1,7 |
სხვა | 54,2 | 34,2 |
შიდა ტურისტებს შორის ქალები 55%-ს შეადგენენ.