https://sputnik-georgia.com/20260530/dreidan-1-ivnisis-catvlit-tbilissi-garkveul-qucrbze-mozraoba-seizrudeba-298925868.html
დღედან 1-ელი ივნისის ჩათვლით თბილისში გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
დღედან 1-ელი ივნისის ჩათვლით თბილისში გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
პოლიციელის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება. 30.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-30T18:36+0400
2026-05-30T18:36+0400
2026-05-30T18:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269807548_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_47dfe6c137723423a39ec615ce914567.jpg
თბილისი, 30 მაისი - Sputnik. პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 30 მაისიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით, თბილისში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებს.30 მაისის 13:00 საათიდან 1-ელი ივნისის 10:00 საათამდე ავტომობილების მოძრაობა სრულად შეიზღუდება მ. ლაღიძის ქუჩაზე.ასევე, 31 მაისს, 20:00 საათიდან 23:00-საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდების მიმდებარე ტერიტორიიდან ნოე რამიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის.ტრადიციულად, პოლიციის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება.პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი. ბოლო წლებში კი პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269807548_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_79b28144ecd55d52b890827d1e5f6e4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
დღედან 1-ელი ივნისის ჩათვლით თბილისში გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
პოლიციელის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.
თბილისი, 30 მაისი - Sputnik. პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 30 მაისიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით, თბილისში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებს.
30 მაისის 13:00 საათიდან 1-ელი ივნისის 10:00 საათამდე ავტომობილების მოძრაობა სრულად შეიზღუდება მ. ლაღიძის ქუჩაზე.
ასევე, 31 მაისს, 20:00 საათიდან 23:00-საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდების მიმდებარე ტერიტორიიდან ნოე რამიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის.
ტრადიციულად, პოლიციის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება.
პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.
მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი. ბოლო წლებში კი პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.