https://sputnik-georgia.com/20260530/axalo-rekordi-saqartvelosi-patimarta-raodenoba-12-atass-uaxlovdeba-298926014.html
ახალი რეკორდი: საქართველოში პატიმართა რიცხვი 12 ათასს უახლოვდება
ახალი რეკორდი: საქართველოში პატიმართა რიცხვი 12 ათასს უახლოვდება
Sputnik საქართველო
2026 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოს 14 ციხეში მხოლოდ 383 თავისუფალი ადგილია დარჩენილი 30.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-30T19:16+0400
2026-05-30T19:16+0400
2026-05-30T19:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
სპეციალური პენიტენციური სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/03/261768310_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_f6b5c9ef9fbb71de5bcf18a5bbe4a82e.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. 2026 წლის 1 მაისისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 11.949 ადამიანი შეადგინა, მათ შორის 570 ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.1-ელი მაისისთვის პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,3% შეადგინა. ამასთან, პატიმართა მესამედი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის, დანარჩენები კი - პირველი ვადით.პატიმრების ძირითადი ნაწილი 18-დან 69 წლამდე ასაკის მოქალაქეები არიან, ასევე 146 არასრულწლოვანი და 70 წელზე უფროსი ასაკის 82 პირი. პატიმრების საერთო რაოდენობიდან 76,8%-ს სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები შეადგენენ, დანარჩენები კი განაჩენს ელოდებიან.გარდა ამისა, 2026 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოს 14 ციხეში მხოლოდ 383 თავისუფალი ადგილია დარჩენილი. სამი ციხე უკვე შევსებულია, იქ პატიმრების რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატება.პატიმრების საერთო რაოდენობიდან 14,7% 67 ქვეყნის უცხოელი მოქალაქეა. უცხოელი პატიმრების უმრავლესობა თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და ირანის მოქალაქეები არიან.1 მაისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში უცხოელი პატიმრებიდან ორი არასრულწლოვანი და 181 ქალი იმყოფებოდა. ამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან 580 განაჩენს ელოდება, დანარჩენები კი უკვე იხდიან სასჯელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/03/261768310_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_50ac1bf696b8e9fdc1c5aa71ebcc40db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, სპეციალური პენიტენციური სამსახური
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, სპეციალური პენიტენციური სამსახური
ახალი რეკორდი: საქართველოში პატიმართა რიცხვი 12 ათასს უახლოვდება
2026 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოს 14 ციხეში მხოლოდ 383 თავისუფალი ადგილია დარჩენილი
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. 2026 წლის 1 მაისისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 11.949 ადამიანი შეადგინა, მათ შორის 570 ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
1-ელი მაისისთვის პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,3% შეადგინა. ამასთან, პატიმართა მესამედი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის, დანარჩენები კი - პირველი ვადით.
პატიმრების ძირითადი ნაწილი 18-დან 69 წლამდე ასაკის მოქალაქეები არიან, ასევე 146 არასრულწლოვანი და 70 წელზე უფროსი ასაკის 82 პირი. პატიმრების საერთო რაოდენობიდან 76,8%-ს სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები შეადგენენ, დანარჩენები კი განაჩენს ელოდებიან.
გარდა ამისა, 2026 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოს 14 ციხეში მხოლოდ 383 თავისუფალი ადგილია დარჩენილი. სამი ციხე უკვე შევსებულია, იქ პატიმრების რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატება.
პატიმრების საერთო რაოდენობიდან 14,7% 67 ქვეყნის უცხოელი მოქალაქეა. უცხოელი პატიმრების უმრავლესობა თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და ირანის მოქალაქეები არიან.
1 მაისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში უცხოელი პატიმრებიდან ორი არასრულწლოვანი და 181 ქალი იმყოფებოდა. ამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან 580 განაჩენს ელოდება, დანარჩენები კი უკვე იხდიან სასჯელს.