ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა აპრილში გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerლარები და დოლარები
ლარები და დოლარები - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2026
გამოწერა
მარტის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2026 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, 144,28 მლრდ ლარით, ანუ 0,2%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის 1-ელი მაისისთვის 72,89 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 89,2 მლნ ლარით, ანუ 0,21%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 55,1 მლნ ლარით, ანუ 0,18%-ით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის აპრილის მდგომარეობით, რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 11 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0,4%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 21,16 მლრდ ლარი შეადგინა, რაც მარტის მაჩვენებელზე 0,58%-ით მეტია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,2%-ით, ანუ 453,23 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი მაისის მდგომარეობით, 38,24 მლრდ ლარი შეადგინა.
ლარში გაცემული კრედიტების წილმა 57,51% შეადგინა, რაც 0,01 პროცენტული პუნქტით მეტია 2026 წლის 1-ელი აპრილის მაჩვენებელზე.
მარტის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ყველა ახალი ამბავი
0