https://sputnik-georgia.com/20260529/specialuri-samxedro-operacia-rogor-apirebs-ruseti-kievsi-bunkerebis-gaxsnas-298903685.html
სპეციალური სამხედრო ოპერაცია: როგორ აპირებს რუსეთი კიევში ბუნკერების „გახსნას“
სპეციალური სამხედრო ოპერაცია: როგორ აპირებს რუსეთი კიევში ბუნკერების „გახსნას“
Sputnik საქართველო
რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ ჰიპერბგერითი რაკეტების მნიშვნელოვანი არსენალი სხვადასხვა ტიპის ქობინებით, რომლებიც ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის... 29.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-29T10:42+0400
2026-05-29T10:42+0400
2026-05-29T10:42+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/1c/298900716_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_1f9b0114d5cee3f5c802f9f506da1452.jpg
მოსაზრებანატოს გადაწყვეტილებების მიღების ცენტრები კიევსა და მის შემოგარენში უნდა განადგურდეს. ამერიკული სტანდარტებით ჩატარებული სამხედრო ოპერაცია უკრაინის დედაქალაქს ორ თვეში საცხოვრებლად უვარგის ნანგრევებად გადააქცევდა (ერთ დროს ერაყში პენტაგონს ამისთვის 43 დღე ეყო). რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევზე სისტემური დარტყმები სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ დაიწყეს — თითოეული ამოცანა იმ სისწრაფით უნდა შესრულდეს, რომელიც ხარისხს უზრუნველყოფს.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 25 მაისის განცხადება კიევის რეჟიმის მიმართ „მოთმინების ფიალის ავსების“ შესახებ და სისტემური დარტყმების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე, სამეთაურო პუნქტებზე სახელმწიფო ნების გამოხატულებაა. მოსკოვმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები და დიპლომატები გააფრთხილა, რომ აუცილებელია, „რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ქალაქი“, ხოლო კიევის მცხოვრებლებს ურჩია, არ მიუახლოვდნენ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებს.საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პირადად აცნობა აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, რომ დაგეგმილი დარტყმები პასუხია კიევის რეჟიმის ტერორისტულ თავდასხმებზე რუსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და რომ გადაწყვეტილება „პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირდაპირი დავალებით“ იქნა მიღებული. ვაშინგტონს ამაზე პასუხი არ გაუცია.ევროკავშირის ქვეყნებმა გაფრთხილება უგულებელჰყვეს, ხოლო ევროპული დიპლომატიის ესტონელმა „ჟანა დ’არკმა“ კაია კალასმა მოითხოვა რუსეთის ჯარების გაყვანა აფხაზეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, დნესტრისპირეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.შემდეგ მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რა ითვლება კიევში გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებად? სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ანდრეი კარტაპოლოვმა 26 მაისს განაცხადა: „უმაღლესი რადა გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი არ არის“, ისევე როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისი. რადგან ზელენსკი „ბუნკერში ზის“. გადაწყვეტილებების მიღების ნამდვილი ცენტრებია „უკრაინის შეიარაღებული ძალების, მათი სახეობების, გაერთიანებებისა და სახელმწიფო მართვის სტრუქტურების სიღრმეში განთავსებული და დაცული მართვის პუნქტები“. ყველა მათგანი კიევის ცენტრში არ მდებარეობს. თუმცა, ბანკოვაიას არქიტექტურული ანსამბლის უსაფრთხოება გარანტირებული არ არის. იქ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, ბირთვული ომის შემთხვევისთვის აშენებული, 100 მეტრის სიღრმეზე მდებარე ბუნკერია.რუსეთის გმირმა, გენერალ-მაიორმა სერგეი ლიპოვოიმ შეახსენა საზოგადოებას შენობებისა და საწარმოების მიწისქვეშა ნაწილის მნიშვნელობა („აზოვსტალი“, „იუჟმაში“). ლიპოვოის აზრით, „ორეშნიკის“ დარტყმის შემდეგ ბელაია ცერკოვში მოწინააღმდეგის მიწისქვეშა აქტივობა შეწყდა. ადრე ბუნკერებში, შესაძლოა, განთავსებული ყოფილიყო „მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების ცენტრები, სადაც, მათ შორის, ნატოს გენერლებიც იმყოფებოდნენ“.ღრმად განთავსებული ქსელის ცენტრალურ ელემენტად მიიჩნევა ბუნკერი, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტის ოფისის შენობის ქვეშ, ბანკოვაიას ქუჩა №11-ში მდებარეობს. ობიექტი მოსკოვის ინსტიტუტ „მეტროპროექტის“ მიერ არაუგვიანეს 1952 წელს შეიქმნა, კიევის მეტროპოლიტენის წითელი ხაზის სიღრმეზე (90 მეტრზე მეტი). კონსტრუქციულად იგი ორი ავტონომიური ბლოკისგან შედგება, რომლებიც, დაახლოებით, 8,5 მეტრი დიამეტრის ასმეტრიანი გვირაბებით არის დაკავშირებული. მას აქვს რამდენიმე შესასვლელი, რომლებიც ფუგასური ავიაბომბებისგან არის დაცული, როგორც ზედაპირზე მდებარე შენობებიდან, ისე მეტროს წითელი ხაზიდან.„არსენალის“ ქარხნის ავტონომიური მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა ბანკოვაიადან დაახლოებით 1000 მეტრით აღმოსავლეთით მდებარეობს. „არსენალის“ მიწისქვეშა კომუნიკაციები დაკავშირებულია საპრეზიდენტო ბუნკერთან და „თხუნელას სოროების“ განშტოებულ ქსელთან, რომელიც სამთავრობო შენობებს ერთმანეთთან აკავშირებს. მათ შორისაა მინისტრთა კაბინეტი, გრუშევსკის ქუჩა №12/2-ში.ბუნკერების ავტონომიურობა დამოუკიდებელ სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემებს გულისხმობს — ელექტრომომარაგებას, ლიფტებს, წყალმომარაგებასა და სურსათის მარაგებს. თავის დროზე მიწისქვეშა მშენებლობას სსრკ-ს კგბ-ს მე-15 მთავარი სამმართველო კურირებდა. ამიტომ კიევის მიწისქვეშა ბუნკერების მთელი განშტოებული სისტემა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისთვის საიდუმლო არ არის. სინამდვილეში, საიდუმლო თავშესაფრები კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებად მთელ ტერიტორიაზე არ არსებობს. სახელმწიფო და სამხედრო მართვის ცენტრების მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის განადგურება დროისა და შესაბამისი საშუალებების არჩევის საკითხია.რუსეთის შეიარაღებული ძალები ფლობენ ჰიპერბგერითი რაკეტების მნიშვნელოვან არსენალს სხვადასხვა ტიპის ქობინებით, რომლებიც ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ძნელად აღმოსაჩენია: „ისკანდერ-М“ — მოქმედების რადიუსით 1000 კმ-მდე, „ცირკონი“ — 1500 კმ-მდე, „კინჟალი“ — 2000 კმ-მდე. ყველა მათგანს შეუძლია, გაშვებიდან 3–5 წუთში ეფექტურად დააზიანოს ღრმად განთავსებული ობიექტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამიზნეებისთვის არსებობს საშუალო სიშორის სარაკეტო კომპლექსი „ორეშნიკი“ (5500 კმ-მდე).ცალკეული მცირე ზომის სამიზნეების — ტერორისტებისა და სხვა სამხედრო დამნაშავეების — ლიკვიდაციისთვის არსებობს სხვა „კალიბრის“ მაღალი სიზუსტის დამაზიანებელი საშუალებების უზარმაზარი არსენალი. რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის ბრძანებაზე ხელმოწერა თითოეული ბანდეროველისთვის უკანასკნელი უნდა გახდეს. დნეპრზე არსებული ხიდები, შესაძლოა, ყირიმის ხიდის აფეთქების პირველი მცდელობის შემდეგვე გამქრალიყო, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების აგენტებმა დაგეგმეს.ბრიტანულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის რეჟიმი კიდევ სამი წლის განმავლობაში ომისთვის მზად არის, ევროკავშირის დაფინანსება ამის საშუალებას იძლევა. ყირიმში დღეს კვლავ გამოცხადდა სარაკეტო საფრთხე. კრემლშიც აცნობიერებენ რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ომად გარდაქმნის აუცილებლობასა და კანონზომიერებას. ომი კი საბრძოლო მოქმედებების წარმოების უმაღლესი ფორმაა, რომელიც მოწინააღმდეგის დამორჩილების ან განადგურების ყველა შესაძლებლობის გამოყენებას გულისხმობს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/1c/298900716_102:0:1542:1080_1920x0_80_0_0_e4c8957bd9ae382ee8983d03b041ef9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
სპეციალური სამხედრო ოპერაცია: როგორ აპირებს რუსეთი კიევში ბუნკერების „გახსნას“
რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ ჰიპერბგერითი რაკეტების მნიშვნელოვანი არსენალი სხვადასხვა ტიპის ქობინებით, რომლებიც ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის მიუწვდომელია, აღნიშნავს Sputnik-ის სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ ხროლენკო.
ნატოს გადაწყვეტილებების მიღების ცენტრები კიევსა და მის შემოგარენში უნდა განადგურდეს. ამერიკული სტანდარტებით ჩატარებული სამხედრო ოპერაცია უკრაინის დედაქალაქს ორ თვეში საცხოვრებლად უვარგის ნანგრევებად გადააქცევდა (ერთ დროს ერაყში პენტაგონს ამისთვის 43 დღე ეყო). რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევზე სისტემური დარტყმები სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ დაიწყეს — თითოეული ამოცანა იმ სისწრაფით უნდა შესრულდეს, რომელიც ხარისხს უზრუნველყოფს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 25 მაისის განცხადება კიევის რეჟიმის მიმართ „მოთმინების ფიალის ავსების“ შესახებ და სისტემური დარტყმების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე, სამეთაურო პუნქტებზე სახელმწიფო ნების გამოხატულებაა. მოსკოვმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები და დიპლომატები გააფრთხილა, რომ აუცილებელია, „რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ქალაქი“, ხოლო კიევის მცხოვრებლებს ურჩია, არ მიუახლოვდნენ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პირადად აცნობა აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, რომ დაგეგმილი დარტყმები პასუხია კიევის რეჟიმის ტერორისტულ თავდასხმებზე რუსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და რომ გადაწყვეტილება „პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირდაპირი დავალებით“ იქნა მიღებული. ვაშინგტონს ამაზე პასუხი არ გაუცია.
ევროკავშირის ქვეყნებმა გაფრთხილება უგულებელჰყვეს, ხოლო ევროპული დიპლომატიის ესტონელმა „ჟანა დ’არკმა“ კაია კალასმა მოითხოვა რუსეთის ჯარების გაყვანა აფხაზეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, დნესტრისპირეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.
შემდეგ მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რა ითვლება კიევში გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებად? სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ანდრეი კარტაპოლოვმა 26 მაისს განაცხადა: „უმაღლესი რადა გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი არ არის“, ისევე როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისი. რადგან ზელენსკი „ბუნკერში ზის“. გადაწყვეტილებების მიღების ნამდვილი ცენტრებია „უკრაინის შეიარაღებული ძალების, მათი სახეობების, გაერთიანებებისა და სახელმწიფო მართვის სტრუქტურების სიღრმეში განთავსებული და დაცული მართვის პუნქტები“. ყველა მათგანი კიევის ცენტრში არ მდებარეობს. თუმცა, ბანკოვაიას არქიტექტურული ანსამბლის უსაფრთხოება გარანტირებული არ არის. იქ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, ბირთვული ომის შემთხვევისთვის აშენებული, 100 მეტრის სიღრმეზე მდებარე ბუნკერია.
რუსეთის გმირმა, გენერალ-მაიორმა სერგეი ლიპოვოიმ შეახსენა საზოგადოებას შენობებისა და საწარმოების მიწისქვეშა ნაწილის მნიშვნელობა („აზოვსტალი“, „იუჟმაში“). ლიპოვოის აზრით, „ორეშნიკის“ დარტყმის შემდეგ ბელაია ცერკოვში მოწინააღმდეგის მიწისქვეშა აქტივობა შეწყდა. ადრე ბუნკერებში, შესაძლოა, განთავსებული ყოფილიყო „მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების ცენტრები, სადაც, მათ შორის, ნატოს გენერლებიც იმყოფებოდნენ“.
ღრმად განთავსებული ქსელის ცენტრალურ ელემენტად მიიჩნევა ბუნკერი, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტის ოფისის შენობის ქვეშ, ბანკოვაიას ქუჩა №11-ში მდებარეობს. ობიექტი მოსკოვის ინსტიტუტ „მეტროპროექტის“ მიერ არაუგვიანეს 1952 წელს შეიქმნა, კიევის მეტროპოლიტენის წითელი ხაზის სიღრმეზე (90 მეტრზე მეტი). კონსტრუქციულად იგი ორი ავტონომიური ბლოკისგან შედგება, რომლებიც, დაახლოებით, 8,5 მეტრი დიამეტრის ასმეტრიანი გვირაბებით არის დაკავშირებული. მას აქვს რამდენიმე შესასვლელი, რომლებიც ფუგასური ავიაბომბებისგან არის დაცული, როგორც ზედაპირზე მდებარე შენობებიდან, ისე მეტროს წითელი ხაზიდან.
„არსენალის“ ქარხნის ავტონომიური მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა ბანკოვაიადან დაახლოებით 1000 მეტრით აღმოსავლეთით მდებარეობს. „არსენალის“ მიწისქვეშა კომუნიკაციები დაკავშირებულია საპრეზიდენტო ბუნკერთან და „თხუნელას სოროების“ განშტოებულ ქსელთან, რომელიც სამთავრობო შენობებს ერთმანეთთან აკავშირებს. მათ შორისაა მინისტრთა კაბინეტი, გრუშევსკის ქუჩა №12/2-ში.
ბუნკერების ავტონომიურობა დამოუკიდებელ სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემებს გულისხმობს — ელექტრომომარაგებას, ლიფტებს, წყალმომარაგებასა და სურსათის მარაგებს. თავის დროზე მიწისქვეშა მშენებლობას სსრკ-ს კგბ-ს მე-15 მთავარი სამმართველო კურირებდა. ამიტომ კიევის მიწისქვეშა ბუნკერების მთელი განშტოებული სისტემა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისთვის საიდუმლო არ არის. სინამდვილეში, საიდუმლო თავშესაფრები კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებად მთელ ტერიტორიაზე არ არსებობს. სახელმწიფო და სამხედრო მართვის ცენტრების მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის განადგურება დროისა და შესაბამისი საშუალებების არჩევის საკითხია.
რუსეთის შეიარაღებული ძალები ფლობენ ჰიპერბგერითი რაკეტების მნიშვნელოვან არსენალს სხვადასხვა ტიპის ქობინებით, რომლებიც ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ძნელად აღმოსაჩენია: „ისკანდერ-М“ — მოქმედების რადიუსით 1000 კმ-მდე, „ცირკონი“ — 1500 კმ-მდე, „კინჟალი“ — 2000 კმ-მდე. ყველა მათგანს შეუძლია, გაშვებიდან 3–5 წუთში ეფექტურად დააზიანოს ღრმად განთავსებული ობიექტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამიზნეებისთვის არსებობს საშუალო სიშორის სარაკეტო კომპლექსი „ორეშნიკი“ (5500 კმ-მდე).
ცალკეული მცირე ზომის სამიზნეების — ტერორისტებისა და სხვა სამხედრო დამნაშავეების — ლიკვიდაციისთვის არსებობს სხვა „კალიბრის“ მაღალი სიზუსტის დამაზიანებელი საშუალებების უზარმაზარი არსენალი. რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის ბრძანებაზე ხელმოწერა თითოეული ბანდეროველისთვის უკანასკნელი უნდა გახდეს. დნეპრზე არსებული ხიდები, შესაძლოა, ყირიმის ხიდის აფეთქების პირველი მცდელობის შემდეგვე გამქრალიყო, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების აგენტებმა დაგეგმეს.
ბრიტანულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის რეჟიმი კიდევ სამი წლის განმავლობაში ომისთვის მზად არის, ევროკავშირის დაფინანსება ამის საშუალებას იძლევა. ყირიმში დღეს კვლავ გამოცხადდა სარაკეტო საფრთხე. კრემლშიც აცნობიერებენ რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ომად გარდაქმნის აუცილებლობასა და კანონზომიერებას. ომი კი საბრძოლო მოქმედებების წარმოების უმაღლესი ფორმაა, რომელიც მოწინააღმდეგის დამორჩილების ან განადგურების ყველა შესაძლებლობის გამოყენებას გულისხმობს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე