https://sputnik-georgia.com/20260529/saqartvelosi-ucxouri-drosis-qves-mcuravi-gemi-daajarimes-298906134.html
საქართველოში უცხოური დროშის ქვეშ მცურავი გემი დააჯარიმეს
საქართველოში უცხოური დროშის ქვეშ მცურავი გემი დააჯარიმეს
Sputnik საქართველო
ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა 29.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-29T12:30+0400
2026-05-29T12:30+0400
2026-05-29T12:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
შავი ზღვა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24157/39/241573952_1:0:1999:1124_1920x0_80_0_0_b5b58ee546a11b06ee999d4a816f15ee.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 ათასი ლარით დააჯარიმეს, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. უწყების ცნობით, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ ზღვა სამეურნეო წყლებით დაბინძურდა. გემი ფოთის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 100 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა. შავი ზღვის დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო წყლის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის, ასევე უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, შავ ზღვაზე უწყვეტ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს. მიმდინარე წელს კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ უკვე განხორციელდა 100-ზე მეტი გემის ინსპექტირება. გამოვლენილია გემიდან ზღვის დაბინძურების მხოლოდ შვიდი ფაქტი. უწყების განცხადებით, ბოლო წლებში გემების მხრიდან ზღვის ნავთობპროდუქტებით დაბინძურების ფაქტები შემცირდა, რაც გაზრდილი საჯარიმო სანქციების შედეგია.
საქართველო
შავი ზღვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24157/39/241573952_251:0:1750:1124_1920x0_80_0_0_353fc65e08cbb94ed856134f92ef071c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შავი ზღვა , გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ახალი ამბები, საქართველო, შავი ზღვა , გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
საქართველოში უცხოური დროშის ქვეშ მცურავი გემი დააჯარიმეს
ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 ათასი ლარით დააჯარიმეს, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ ზღვა სამეურნეო წყლებით დაბინძურდა.
გემი ფოთის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 100 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.
შავი ზღვის დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო წყლის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის, ასევე უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, შავ ზღვაზე უწყვეტ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს.
მიმდინარე წელს კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ უკვე განხორციელდა 100-ზე მეტი გემის ინსპექტირება. გამოვლენილია გემიდან ზღვის დაბინძურების მხოლოდ შვიდი ფაქტი.
უწყების განცხადებით, ბოლო წლებში გემების მხრიდან ზღვის ნავთობპროდუქტებით დაბინძურების ფაქტები შემცირდა, რაც გაზრდილი საჯარიმო სანქციების შედეგია.