https://sputnik-georgia.com/20260529/ras-vwamt-fud-galeris-mza-sakvebsi-stafilokoki-da-koliformuli-baqteriebi-gamovlinda-298907774.html
რას ვჭამთ: "ფუდ გალერის" მზა საკვებში სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა
რას ვჭამთ: "ფუდ გალერის" მზა საკვებში სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა
Sputnik საქართველო
კომპანია "ფუდ გალერი" მომხმარებელს აღნიშნული ფაქტის გამო ბოდიშს უხდის და მზადყოფნას გამოთქვამს, დაზარალებული მომხმარებლების მკურნალობის ხარჯები სრულად დაფაროს. 29.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-29T14:32+0400
2026-05-29T14:32+0400
2026-05-29T14:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1a/280365052_0:221:3055:1939_1920x0_80_0_0_70424fd319eba3d472f8ce42d5aa63f1.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერიდან" აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიიღო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება 36 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ. სააგენტომ კომპანია Food Gallery („ფუდ გალერი“) (მზა კერძების წარმოება, რეალიზაცია), რომელიც ქუთაისში ოპერირებს, საწარმოო პროცესი 22 მაისს შეუჩერა. მოქალაქეებმა სწორედ აღნიშნული ობიექტიდან მიწოდების სერვისით შეიძინეს ე. წ. დიეტური კვების მენიუ, კერძოდ, "ფუდ გალერის" მიერ მომზადებული სურსათი (ბრინჯი ქათმით, ომლეტი, ბოსტნეულის კოქტეილი ქათმით და ტირამისუ). "დადგინდა, რომ უზბეკური ფლოვი, ომლეტი სოკოთი, ბოსტნეულის კოქტეილი, ტირამისუ და ქათმის ფილე (ნედლი) არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, აერობული მიკროორგანიზმების გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა უზბეკური ფლოვის, ომლეტის (სოკოთი), ბოსტნეულის კოქტეილისა და ტირამისუს ნიმუშებში; გარდა ამისა, გამოვლინდა ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები", - ნათქვამია განცხადებაში. სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორს დაევალა სამუშაო ზედაპირების, მოწყობილობების, აღჭურვილობების რეცხვა-დეზინფექცია და ნიმუშების აღება; პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი და ლაბორატორიული კვლევის ჩატარება. კომპანია "ფუდ გალერი" გამოეხმაურა მომხდარს და მომხმარებელს აღნიშნული ფაქტის გამო ბოდიშს უხდის. "ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს ჰქონდა სტაფილოკოკური ინფექცია, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია გარკვეული მომხმარებლების ინტოქსიკაცია. კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს და დაზარალებული მომხმარებლების მკურნალობის ხარჯებს სრულად დაფარავს", - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. S.aureus (ოქროსფერი სტაფილოკოკი) პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმია, რომლის მატარებელია ჯანმრთელი ადამიანების 20-25%, ასევე გვხვდება ცხოველთა კანსა და ლორწოვანზე. ჩვეულებრივ პირობებში მიკრობი არ იწვევს დაავადებას, მაგრამ დაბინძურებული სურსათის ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნებისას მიკრობი მრავლდება, გამოიმუშავებს ტოქსინს (ენტეროტოქსინი) და იწვევს სურსათისმიერ დაავადებას (გასტროენტერიტი ან ნაწლავის ლორწოვანის ანთება). მიკრობის გამრავლებასა და ტოქსინის გამომუშავებაზე ზეგავლენას ახდენს: სურსათის არასათანადო თერმული დამუშავება; ჯვარედინი დაბინძურება (სურსათის დამუშავების პროცესებს შორის არასათანადო რეცხვა/დეზინფექციის ჩატარება, მაგ: ახალი ხორცის დამუშავების შემდგომ იგივე დასაჭრელი დაფის გამოყენება სხვა სახის სურსათის დასამუშავებლად); სურსათის არაერთგვაროვნების პრინციპის დარღვევა (მაგ: კვერცხის და სალათის ერთ სივრცეში განთავსება); პერსონალის არასათანადო ჰიგიენის პრაქტიკა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1a/280365052_326:0:3055:2047_1920x0_80_0_0_743aa07027120bbb2a21f46e6d780079.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო
რას ვჭამთ: "ფუდ გალერის" მზა საკვებში სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა
კომპანია "ფუდ გალერი" მომხმარებელს აღნიშნული ფაქტის გამო ბოდიშს უხდის და მზადყოფნას გამოთქვამს, დაზარალებული მომხმარებლების მკურნალობის ხარჯები სრულად დაფაროს.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერიდან" აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიიღო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება 36 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ. სააგენტომ კომპანია Food Gallery („ფუდ გალერი“) (მზა კერძების წარმოება, რეალიზაცია), რომელიც ქუთაისში ოპერირებს, საწარმოო პროცესი 22 მაისს შეუჩერა. მოქალაქეებმა სწორედ აღნიშნული ობიექტიდან მიწოდების სერვისით შეიძინეს ე. წ. დიეტური კვების მენიუ, კერძოდ, "ფუდ გალერის" მიერ მომზადებული სურსათი (ბრინჯი ქათმით, ომლეტი, ბოსტნეულის კოქტეილი ქათმით და ტირამისუ).
"დადგინდა, რომ უზბეკური ფლოვი, ომლეტი სოკოთი, ბოსტნეულის კოქტეილი, ტირამისუ და ქათმის ფილე (ნედლი) არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, აერობული მიკროორგანიზმების გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა უზბეკური ფლოვის, ომლეტის (სოკოთი), ბოსტნეულის კოქტეილისა და ტირამისუს ნიმუშებში; გარდა ამისა, გამოვლინდა ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები", - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორს დაევალა სამუშაო ზედაპირების, მოწყობილობების, აღჭურვილობების რეცხვა-დეზინფექცია და ნიმუშების აღება; პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი და ლაბორატორიული კვლევის ჩატარება.
კომპანია "ფუდ გალერი" გამოეხმაურა მომხდარს და მომხმარებელს აღნიშნული ფაქტის გამო ბოდიშს უხდის.
"ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს ჰქონდა სტაფილოკოკური ინფექცია, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია გარკვეული მომხმარებლების ინტოქსიკაცია. კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს და დაზარალებული მომხმარებლების მკურნალობის ხარჯებს სრულად დაფარავს", - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
S.aureus (ოქროსფერი სტაფილოკოკი) პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმია, რომლის მატარებელია ჯანმრთელი ადამიანების 20-25%, ასევე გვხვდება ცხოველთა კანსა და ლორწოვანზე. ჩვეულებრივ პირობებში მიკრობი არ იწვევს დაავადებას, მაგრამ დაბინძურებული სურსათის ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნებისას მიკრობი მრავლდება, გამოიმუშავებს ტოქსინს (ენტეროტოქსინი) და იწვევს სურსათისმიერ დაავადებას (გასტროენტერიტი ან ნაწლავის ლორწოვანის ანთება).
მიკრობის გამრავლებასა და ტოქსინის გამომუშავებაზე ზეგავლენას ახდენს: სურსათის არასათანადო თერმული დამუშავება; ჯვარედინი დაბინძურება (სურსათის დამუშავების პროცესებს შორის არასათანადო რეცხვა/დეზინფექციის ჩატარება, მაგ: ახალი ხორცის დამუშავების შემდგომ იგივე დასაჭრელი დაფის გამოყენება სხვა სახის სურსათის დასამუშავებლად); სურსათის არაერთგვაროვნების პრინციპის დარღვევა (მაგ: კვერცხის და სალათის ერთ სივრცეში განთავსება); პერსონალის არასათანადო ჰიგიენის პრაქტიკა.