https://sputnik-georgia.com/20260529/gaeros-stab-binasi-sovinformbiuros-85-wlis-iubilestan-dakavsirebit-gamofena-gaixsna-298908639.html
გაეროს შტაბ-ბინაში „სოვინფორმბიუროს“ 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნა
გაეროს შტაბ-ბინაში „სოვინფორმბიუროს“ 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნა
Sputnik საქართველო
გამოფენა გაეროს შტაბ-ბინაში საერთაშორისო პროექტის დაწყებას დაედო საფუძვლად. 29.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-29T16:07+0400
2026-05-29T16:07+0400
2026-05-29T16:07+0400
მსოფლიო დღეს
გაერო
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/1d/298904019_0:92:1024:668_1920x0_80_0_0_a594d67c39e4a69f9ed4ebb530231a9a.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გაიხსნა საბჭოთა „სოვინფორმბიუროს“ 85 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა სახელწოდებით „გაცოცხლებული ისტორია. ასახული ეპოქა“.გამოფენაზე წარმოდგენილია „რია ნოვოსტის“ არქივიდან 30 საკულტო ფოტო, რომლებიც გადაღებულია 1940-იანებსა და 2020-იან წლებს შორის პერიოდში. მათ შორისაა სტალინგრადის ბრძოლის, 1945 წლის გამარჯვების აღლუმის, იური გაგარინის პირველი ფრენის, მოსკოვის, სოჭისა და მილანის ოლიმპიური თამაშების, ასევე სამშვიდობო მისიებისა და მსოფლიო ლიდერების შეხვედრების ფოტოები.გამოფენაზე წარმოდგენილია ცნობილი ფოტოჟურნალისტების, მათ შორის სამხედრო კორესპონდენტების ნამუშევრები. გამოფენაზე წარმოდგენილია გეორგი ზელმას, ევგენი ხალდეის, ვლადიმირ გრებნევის, მიხაილ ოზერსკის, იგორ კოსტინის და სხვათა ფოტოები.პროექტის თავისებურებაა მისი მულტიმედიური კომპონენტი: ისტორიულ კადრებს თან ახლავს ვიზუალური ეფექტები, რომლებიც მაყურებელს საშუალებას აძლევს დაინახოს მოძრაობა, სახის გამომეტყველება და ცვალებადი რაკურსები. ეს საშუალებას აძლევს დამთვალიერებელს, ფოტოებზე აღბეჭდილი მოვლენები განსხვავებულად აღიქვას.წარმოდგენილი მასალები 1941 წელს დაარსებული „სოვინფორმის“ ისტორიას უკავშირდება. მოგვიანებით ის გადაკეთდა ნოვოსტის პრეს-სააგენტოდ Новости, შემდეგ კი ის გახდა РИА Новости („რია ნოვოსტი“), რომლის ტრადიციებსაც დღეს მედიაჯგუფი „როსია სეგოდნია“ აგრძელებს. სწორედ 85 წელიწადში შეგროვებული არქივი დაედო საფუძვლად გამოფენას.„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ მემკვიდრეობის პატივისცემა. გამოფენა ფოტოჟურნალისტიკის ვეტერანებისადმი პატივისცემის გამოვლინებაა და შესაძლებლობას გვაძლევს, ვაჩვენოთ, თუ როგორ გრძელდება დღესაც მართალი, ემოციური და ღრმა რეპორტაჟის ტრადიციები. ჩვენ ვამაყობთ, რომ შეგვიძლია ეს ფოტოები დღეს მსოფლიო საზოგადოებას წარვუდგინოთ“, - აღნიშნა მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, დმიტრი გორნოსტაევმა.გამოფენა გაეროს შტაბ-ბინაში საერთაშორისო პროექტის დაწყებას დაედო საფუძვლად. 24 ივნისიდან, „სოვინფორმბიუროს“ წლისთავის დღეს, გამოფენა სხვა ქვეყნებშიც იქნება წარმოდგენილი, როგორც ონლაინ, ასევე მუდმივი გამოფენების სახით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/1d/298904019_7:0:1019:759_1920x0_80_0_0_c88806880b6ada5588aa85c276a0ee31.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გაერო, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი
გაერო, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი
გაეროს შტაბ-ბინაში „სოვინფორმბიუროს“ 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნა
გამოფენა გაეროს შტაბ-ბინაში საერთაშორისო პროექტის დაწყებას დაედო საფუძვლად.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გაიხსნა საბჭოთა „სოვინფორმბიუროს“ 85 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა სახელწოდებით „გაცოცხლებული ისტორია. ასახული ეპოქა“.
გამოფენაზე წარმოდგენილია „რია ნოვოსტის“ არქივიდან 30 საკულტო ფოტო, რომლებიც გადაღებულია 1940-იანებსა და 2020-იან წლებს შორის პერიოდში. მათ შორისაა სტალინგრადის ბრძოლის, 1945 წლის გამარჯვების აღლუმის, იური გაგარინის პირველი ფრენის, მოსკოვის, სოჭისა და მილანის ოლიმპიური თამაშების, ასევე სამშვიდობო მისიებისა და მსოფლიო ლიდერების შეხვედრების ფოტოები.
გამოფენაზე წარმოდგენილია ცნობილი ფოტოჟურნალისტების, მათ შორის სამხედრო კორესპონდენტების ნამუშევრები. გამოფენაზე წარმოდგენილია გეორგი ზელმას, ევგენი ხალდეის, ვლადიმირ გრებნევის, მიხაილ ოზერსკის, იგორ კოსტინის და სხვათა ფოტოები.
პროექტის თავისებურებაა მისი მულტიმედიური კომპონენტი: ისტორიულ კადრებს თან ახლავს ვიზუალური ეფექტები, რომლებიც მაყურებელს საშუალებას აძლევს დაინახოს მოძრაობა, სახის გამომეტყველება და ცვალებადი რაკურსები. ეს საშუალებას აძლევს დამთვალიერებელს, ფოტოებზე აღბეჭდილი მოვლენები განსხვავებულად აღიქვას.
წარმოდგენილი მასალები 1941 წელს დაარსებული „სოვინფორმის“ ისტორიას უკავშირდება. მოგვიანებით ის გადაკეთდა ნოვოსტის პრეს-სააგენტოდ Новости, შემდეგ კი ის გახდა РИА Новости („რია ნოვოსტი“), რომლის ტრადიციებსაც დღეს მედიაჯგუფი „როსია სეგოდნია“ აგრძელებს. სწორედ 85 წელიწადში შეგროვებული არქივი დაედო საფუძვლად გამოფენას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ მემკვიდრეობის პატივისცემა. გამოფენა ფოტოჟურნალისტიკის ვეტერანებისადმი პატივისცემის გამოვლინებაა და შესაძლებლობას გვაძლევს, ვაჩვენოთ, თუ როგორ გრძელდება დღესაც მართალი, ემოციური და ღრმა რეპორტაჟის ტრადიციები. ჩვენ ვამაყობთ, რომ შეგვიძლია ეს ფოტოები დღეს მსოფლიო საზოგადოებას წარვუდგინოთ“, - აღნიშნა მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, დმიტრი გორნოსტაევმა.
გამოფენა გაეროს შტაბ-ბინაში საერთაშორისო პროექტის დაწყებას დაედო საფუძვლად. 24 ივნისიდან, „სოვინფორმბიუროს“ წლისთავის დღეს, გამოფენა სხვა ქვეყნებშიც იქნება წარმოდგენილი, როგორც ონლაინ, ასევე მუდმივი გამოფენების სახით.