https://sputnik-georgia.com/20260527/zagesshi-saxerxi-saamqro-gamoavlines-298863021.html
ზაჰესის დასახლებაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ზაჰესის დასახლებაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
Sputnik საქართველო
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა, 27.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-27T12:22+0400
2026-05-27T12:22+0400
2026-05-27T12:22+0400
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზაჰესის დასახლების მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, მოქალაქეს სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ქარხნული წარმოების ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო სხვადასხვა სახეობის ხეტყე. რადგანაც ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. უწყების ინფორმაციით, დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნის მასშტაბით უკანონო სახერხი საამქროების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანაა. მიმდინარე ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში თითქმის ყველა რეგიონში უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტებისა და დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროების რაოდენობის შემცირება შეინიშნება. გასულ წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება. 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
ზაჰესის დასახლებაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა,
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზაჰესის დასახლების მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მოქალაქეს სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ქარხნული წარმოების ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო სხვადასხვა სახეობის ხეტყე.
რადგანაც ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
უწყების ინფორმაციით, დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნის მასშტაბით უკანონო სახერხი საამქროების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანაა. მიმდინარე ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში თითქმის ყველა რეგიონში უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტებისა და დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროების რაოდენობის შემცირება შეინიშნება.
გასულ წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.