https://sputnik-georgia.com/20260527/vardziashi-qvatacvena-dapiqsirda-298868496.html
ვარძიაში ქვათაცვენამ საფეხმავლო ბილიკი და უსაფრთხოების ჯებირი დააზიანა
ვარძიაში ქვათაცვენამ საფეხმავლო ბილიკი და უსაფრთხოების ჯებირი დააზიანა
Sputnik საქართველო
სააგენტო მოუწოდებს ვიზიტორებს ტერიტორიაზე გადაადგილებისას დაემორჩილონ მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა მითითებებს. 27.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-27T16:00+0400
2026-05-27T16:00+0400
2026-05-27T16:00+0400
საქართველო
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/13/293827617_0:0:3520:1980_1920x0_80_0_0_18dece4b1b75a33f2354f2302caed377.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ე.წ. საიდუმლო გვირაბთან გამთენიისას ქვათაცვენა დაფიქსირდა, რამაც საფეხმავლო ბილიკი და უსაფრთხოების ჯებირი დააზიანა, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. უწყების ცნობით, ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული მონაკვეთი დროებით დაიკეტება. სააგენტო მოუწოდებს ვიზიტორებს ტერიტორიაზე გადაადგილებისას დაემორჩილონ მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა მითითებებს. ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ ჯავახეთში, ახალციხესთან ახლოს მდებარეობს. იგი ქართული კულტურული მემკვიდრეობის უძველეს ძეგლს წარმოადგენს, რომელიც XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება. ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომელიც ვარძიის ანსამბლის შუაგულში მდებარეობს. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/13/293827617_440:0:3080:1980_1920x0_80_0_0_0eabb5507b1997e7e27382feb363f8c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საზოგადოება, ახალი ამბები
ვარძიაში ქვათაცვენამ საფეხმავლო ბილიკი და უსაფრთხოების ჯებირი დააზიანა
სააგენტო მოუწოდებს ვიზიტორებს ტერიტორიაზე გადაადგილებისას დაემორჩილონ მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა მითითებებს.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ე.წ. საიდუმლო გვირაბთან გამთენიისას ქვათაცვენა დაფიქსირდა, რამაც საფეხმავლო ბილიკი და უსაფრთხოების ჯებირი დააზიანა, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული მონაკვეთი დროებით დაიკეტება.
„სპეციალისტები უკვე ადგილზე მუშაობენ, რათა შეაფასონ არსებული მდგომარეობა და დაიგეგმოს შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოები“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
სააგენტო მოუწოდებს ვიზიტორებს ტერიტორიაზე გადაადგილებისას დაემორჩილონ მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა მითითებებს.
ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ ჯავახეთში, ახალციხესთან ახლოს მდებარეობს. იგი ქართული კულტურული მემკვიდრეობის უძველეს ძეგლს წარმოადგენს, რომელიც XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება.
ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომელიც ვარძიის ანსამბლის შუაგულში მდებარეობს. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები.