https://sputnik-georgia.com/20260527/tether-erovnul-bankshi-ganacxadi-sheitana-298879875.html
ეროვნული ბანკი: Tether-მა GELT სტეიბლკოინის განთავსებაზე განაცხადი უკვე წარადგინა
ეროვნული ბანკი: Tether-მა GELT სტეიბლკოინის განთავსებაზე განაცხადი უკვე წარადგინა
Sputnik საქართველო
უწყების განცხადებით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც განსაზღვრა სტაბილური ვირტუალური აქტივების განთავსების და გამოშვების პირობები 27.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-27T22:10+0400
2026-05-27T22:10+0400
2026-05-27T22:10+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა კრიპტოკომპანია Tether-მა, რომელმაც ქართული ლარის ციფრული ანალოგის (GELT) გამოშვების შესახებ განაცხადა, თავისი სტეიბლკოინის განთავსებაზე განაცხადი საქართველოს ეროვნულ ბანკში უკვე წარადგინა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.Tether არის ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც უშვებს მსოფლიოში უმსხვილეს სტეიბლკოინს — USDT-ს. კომპანიის რეზერვები მოიცავს აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებს (Treasury bills), ფიზიკურ ოქროსა და ბიტკოინს (Bitcoin). კომპანიის გეგმების თაობაზე - გამოუშვას ქართულ ლარზე მიბმული GELT სტეიბლკოინი, 25 მაისს, პროექტის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.უწყების განცხადებით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც განსაზღვრა სტაბილური ვირტუალური აქტივების განთავსების და გამოშვების პირობები. 2026 წლის მარტში მიღებული რეგულაციის თანახმად, ლარის სტაბილური ვირტუალური აქტივის გამომშვები ვალდებული იქნება მუდმივად შეინარჩუნოს მომხმარებლებისგან მიღებული თანხების 100%-ის რეზერვი.ეროვნული ბანკის რეგულაციის თანახმად, იმისთვის, რომ კომპანიამ ლარის სტეიბლკოინი განათავსოს, მან მომხმარებლების მიერ მიღებული სახსრების 100% უნდა დაარეზერვოს და მუდმივად იქონიოს რეზერვში. ეს ნიშნავს, რომ თუ Tether-ი 1 მილიონი ლარის GELT-ს გამოუშვებს, მას მუდმივად უნდა ჰქონდეს დარეზერვებული 1 მილიონი ლარის ლიკვიდური აქტივები.როგორც Tether-ის გენერალურმა დირექტორმა პაოლო არდოინომ აღნიშნავს, მათი უმსხვილესი სტეიბლკოინი USDT 189 მილიარდი დოლარის მოცულობის აქტივებს მოიცავს.რაც შეეხება თავად სტეიბლკოინის გამოყენების შესაძლებლობებს, ის ინტეგრირებული იქნება მომხმარებლების კრიპტო საფულეებში და მათი მეშვეობით მომხმარებლებს როგორც ერთი ანგარიშიდან მეორეზე სტეიბლკოინის გადარიცხვების, ასევე სხვა კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განხორციელება შეუძლიათ. შესაბამისად, ლარის სტეიბლკოინი იქნება ერთი ლარის ტოლფასი და მისი გამოყენება კრიპტო ოპერაციებსა და გადარიცხვებში იქნება შესაძლებელი. კომპანია გამოუშვებს იმ მოცულობის GELT-ს, რაზეც მომხმარებლების მხრიდან იარსებებს მოთხოვნა. წინასწარ უცნობია თუ რამდენი მილიონი ლარის მოცულობის სტეიბლკოინზე იქნება საქართველოს ეკონომიკის მხრიდან მოთხოვნა.როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში კომპანია Tether-ის შემოსვლა მნიშვნელოვანი სიგნალია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის და მეტყველებს ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობის ეტაპობრივ ზრდაზე. მთავრობის მეთაურის განცხადებით, კომპანია გეგმავს მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით სოციალური და საგანმანათლებლო მიმართულებებით, და ყოველივე ეს არსებითად სცილდება ბიზნეს-ინტერესების სფეროს. მისი თქმით, თანამშრომლობა ორიენტირებულია ფართო საზოგადოებრივ სარგებელზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ეროვნული ბანკი: Tether-მა GELT სტეიბლკოინის განთავსებაზე განაცხადი უკვე წარადგინა
უწყების განცხადებით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც განსაზღვრა სტაბილური ვირტუალური აქტივების განთავსების და გამოშვების პირობები
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა კრიპტოკომპანია Tether-მა, რომელმაც ქართული ლარის ციფრული ანალოგის (GELT) გამოშვების შესახებ განაცხადა, თავისი სტეიბლკოინის განთავსებაზე განაცხადი საქართველოს ეროვნულ ბანკში უკვე წარადგინა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
Tether არის ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც უშვებს მსოფლიოში უმსხვილეს სტეიბლკოინს — USDT-ს. კომპანიის რეზერვები მოიცავს აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებს (Treasury bills), ფიზიკურ ოქროსა და ბიტკოინს (Bitcoin). კომპანიის გეგმების თაობაზე - გამოუშვას ქართულ ლარზე მიბმული GELT სტეიბლკოინი, 25 მაისს, პროექტის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.
„დაინტერესებული პირის (Tether) მიერ მოხდა ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენა და მიმდინარეობს სარეგისტრაციო საქმის წარმოების პროცესი. კონკრეტული პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდება მხოლოდ სალიცენზიო პროცედურების დასრულებისა და ეროვნულ ბანკთან შეთანხმების შემდეგ“, – განუცხადეს BMG-ის ეროვნულ ბანკში.
უწყების განცხადებით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც განსაზღვრა სტაბილური ვირტუალური აქტივების განთავსების და გამოშვების პირობები. 2026 წლის მარტში მიღებული რეგულაციის თანახმად, ლარის სტაბილური ვირტუალური აქტივის გამომშვები ვალდებული იქნება მუდმივად შეინარჩუნოს მომხმარებლებისგან მიღებული თანხების 100%-ის რეზერვი.
ეროვნული ბანკის რეგულაციის თანახმად, იმისთვის, რომ კომპანიამ ლარის სტეიბლკოინი განათავსოს, მან მომხმარებლების მიერ მიღებული სახსრების 100% უნდა დაარეზერვოს და მუდმივად იქონიოს რეზერვში. ეს ნიშნავს, რომ თუ Tether-ი 1 მილიონი ლარის GELT-ს გამოუშვებს, მას მუდმივად უნდა ჰქონდეს დარეზერვებული 1 მილიონი ლარის ლიკვიდური აქტივები.
როგორც Tether-ის გენერალურმა დირექტორმა პაოლო არდოინომ აღნიშნავს, მათი უმსხვილესი სტეიბლკოინი USDT 189 მილიარდი დოლარის მოცულობის აქტივებს მოიცავს.
რაც შეეხება თავად სტეიბლკოინის გამოყენების შესაძლებლობებს, ის ინტეგრირებული იქნება მომხმარებლების კრიპტო საფულეებში და მათი მეშვეობით მომხმარებლებს როგორც ერთი ანგარიშიდან მეორეზე სტეიბლკოინის გადარიცხვების, ასევე სხვა კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განხორციელება შეუძლიათ. შესაბამისად, ლარის სტეიბლკოინი იქნება ერთი ლარის ტოლფასი და მისი გამოყენება კრიპტო ოპერაციებსა და გადარიცხვებში იქნება შესაძლებელი.
კომპანია გამოუშვებს იმ მოცულობის GELT-ს, რაზეც მომხმარებლების მხრიდან იარსებებს მოთხოვნა. წინასწარ უცნობია თუ რამდენი მილიონი ლარის მოცულობის სტეიბლკოინზე იქნება საქართველოს ეკონომიკის მხრიდან მოთხოვნა.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში კომპანია Tether-ის შემოსვლა მნიშვნელოვანი სიგნალია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის და მეტყველებს ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობის ეტაპობრივ ზრდაზე.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, კომპანია გეგმავს მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით სოციალური და საგანმანათლებლო მიმართულებებით, და ყოველივე ეს არსებითად სცილდება ბიზნეს-ინტერესების სფეროს. მისი თქმით, თანამშრომლობა ორიენტირებულია ფართო საზოგადოებრივ სარგებელზე.