https://sputnik-georgia.com/20260527/tbilisshi-bavshvta-dacvis-dges-agnishnaven-298868147.html
ბავშვთა დაცვის დღე თბილისში: მთავარ ღონისძიებას დედაენის ბაღი უმასპინძლებს
ბავშვთა დაცვის დღე თბილისში: მთავარ ღონისძიებას დედაენის ბაღი უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მთელ მსოფლიოში აღნიშვნის გადაწყვეტილება 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე... 27.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-27T15:23+0400
2026-05-27T15:23+0400
2026-05-27T15:23+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23610/61/236106190_0:47:2000:1172_1920x0_80_0_0_7098fced64c81f081bca0855058e405c.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. უმცროსი თაობის საყვარელი დღესასწაული - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - ყოველწლიურად 1-ელ ივნისს აღინიშნება. ეს დღესასწაული მთელ მსოფლიოში 1950 წლიდან აღინიშნება.კალაძის თქმით, მთავარი ღონისძიება 15:00 საათზე დედაენის ბაღში გაიმართება. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მთელ მსოფლიოში აღნიშვნის გადაწყვეტილება 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე იქნა მიღებული. გაერომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სიმბოლური დროშა გააჩნია – მწვანე ფონზე დედამიწის ირგვლივ მდგომი სხვადასხვა ფერის ადამიანების ფიგურები. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის ეწყობა მასობრივი გასართობი და კულტურული ღონისძიებები. დღესასწაულს, როგორც წესი, აღნიშნავენ ბავშვებისადმი მიძღვნილი კონცერტებით, გამოფენებითა და სხვა ღონისძიებებით; იმართება საქველმოქმედო აქციები. ბავშვთა დაცვის დღეს განსაკუთრებით ცდილობენ დაეხმარონ ბავშვთა სახლებს, ავადმყოფ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, მიუსაფარ, გაჭირვებულ ოჯახებს, მრავალშვილიანებს. ცდილობენ აჩუქონ მათ საჩუქრები, გაუკეთონ სიურპრიზები და ცოტათი მაინც გაუუმჯობესონ ცხოვრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23610/61/236106190_188:0:1813:1219_1920x0_80_0_0_bac6bb315896928549b63e53de889b7a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
ბავშვთა დაცვის დღე თბილისში: მთავარ ღონისძიებას დედაენის ბაღი უმასპინძლებს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მთელ მსოფლიოში აღნიშვნის გადაწყვეტილება 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე იქნა მიღებული.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
უმცროსი თაობის საყვარელი დღესასწაული - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - ყოველწლიურად 1-ელ ივნისს აღინიშნება. ეს დღესასწაული მთელ მსოფლიოში 1950 წლიდან აღინიშნება.
კალაძის თქმით, მთავარი ღონისძიება 15:00 საათზე დედაენის ბაღში გაიმართება.
„ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება საბავშვო კონცერტი, ხოლო ბაღის სივრცეში მოეწყობა ღია ბიბლიოთეკა, კინოს კუთხე, ზღაპრის კუთხე, თოჯინების თეატრი, თბილისის მერიისა და ეროვნული სასახლის კუთხე, საგამოფენო სივრცე, გაიმართება სახეზე მოხატვისა და სპორტული აქტივობები, ვორქშოფები, მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა და ა,შ", - განაცხადა კალაძემ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მთელ მსოფლიოში აღნიშვნის გადაწყვეტილება 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე იქნა მიღებული. გაერომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.
ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სიმბოლური დროშა გააჩნია – მწვანე ფონზე დედამიწის ირგვლივ მდგომი სხვადასხვა ფერის ადამიანების ფიგურები.
ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის ეწყობა მასობრივი გასართობი და კულტურული ღონისძიებები. დღესასწაულს, როგორც წესი, აღნიშნავენ ბავშვებისადმი მიძღვნილი კონცერტებით, გამოფენებითა და სხვა ღონისძიებებით; იმართება საქველმოქმედო აქციები.
ბავშვთა დაცვის დღეს განსაკუთრებით ცდილობენ დაეხმარონ ბავშვთა სახლებს, ავადმყოფ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, მიუსაფარ, გაჭირვებულ ოჯახებს, მრავალშვილიანებს. ცდილობენ აჩუქონ მათ საჩუქრები, გაუკეთონ სიურპრიზები და ცოტათი მაინც გაუუმჯობესონ ცხოვრება.