https://sputnik-georgia.com/20260527/saqartveloshi-shemosavlebma-xarjebs-gadaacharba-298861597.html
ცხოვრების დონე საქართველოში - მოსახლეობის შემოსავლებმა ხარჯებს გადააჭარბა
ცხოვრების დონე საქართველოში - მოსახლეობის შემოსავლებმა ხარჯებს გადააჭარბა
Sputnik საქართველო
2025 წელს ქვეყნის მოსახლეობის ყოველთვიური შემოსავლების დონე ერთ ოჯახზე 12,4%-ით გაიზარდა, ერთ სულ მოსახლეზე - 12,5%-ით. 27.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-27T12:00+0400
2026-05-27T12:00+0400
2026-05-27T12:00+0400
საქართველო
საქსტატი
სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251304796_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_074173eb4c08e6856bed15467fd0458e.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის ყოველთვიურმა შემოსავალმა 2025 წელს 2,1 ათასი ლარი შეადგინა და ყოველთვიურ ხარჯებს 195 ლარით გადააჭარბა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.გარდა ამისა, 2025 წელს ქვეყნის მოსახლეობის ყოველთვიური შემოსავლების დონე ერთ ოჯახზე 12,4%-ით გაიზარდა, ერთ სულ მოსახლეზე - 12,5%-ით. ყოველთვიური ხარჯების დონე ოჯახზე ერთ წელიწადში გაიზარდა 11,6%-ით, ერთ სულ მოსახლეზე - 11,7%-ით.შემოსავლები საქართველოშისაქართველოში ერთი ოჯახის საშუალოთვიურმა შემოსავალმა 2,131 ლარი შეადგინა, ერთ სულ მოსახლეზე - 664 ლარი.ოჯახების შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავალი და გზავნილები, რომლებიც 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 0,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და ოჯახის მთლიანი შემოსავლის 90,5% შეადგინა.საქართველოს მოსახლეობის ფულადი შემოსავლის ძირითად წყაროს ხელფასები წარმოადგენს, რომელიც მოსახლეობის მიერ მიღებული მთლიანი ფულადი შემოსავლის 49,3%-ს შეადგენს.მეორე ადგილზეა სახელმწიფოსგან მიღებული თანხა (პენსიები, დახმარება და სტიპენდიები – 21,9%), მესამეზე კი თვითდასაქმების შედეგად მიღებული ფულადი სახსრები (13,3%).შემდეგ მოდის საჩუქრად მიღებული სახსრები (7,2%), სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი (4,6%), უცხოეთიდან გადარიცხვები (2,9%) და საცხოვრებლის გაქირავებიდან მიღებული თანხა (0,7%).მოსახლეობის ხარჯები„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წელს ოჯახის საშუალო ყოველთვიურმა ხარჯმა 1936 ლარი შეადგინა, ხოლო ერთი ადამიანის – 603 ლარი.ამასთან, ნაღდი ფულადი ხარჯები ყველა ხარჯის 69,3%-ს შეადგენს.საქართველოს მოსახლეობა სახსრების ძირითად ნაწილს საკვებზე, სასმელსა და სიგარეტზე ხარჯავს. ეს შეადგენს მოსახლეობის ყოველთვიური ხარჯების 38,7%-ს.მეორე ადგილზეა ტრანსპორტი (11,4%). მესამე ადგილს იკავებს კომუნალური გადასახადები 11,3% მოდის. მესამეზე კი სამედიცინო მომსახურებაა (10,9%).შემდეგ მოდის სამედიცინო მომსახურება, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენა, საყოფაცხოვრებო ნივთები და განათლება. კიდევ 13,7% სხვა სამომხმარებლო ხარჯს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251304796_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_debb6032f0a94b54a248b5f3b469c289.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ცხოვრების დონე საქართველოში - მოსახლეობის შემოსავლებმა ხარჯებს გადააჭარბა
2025 წელს ქვეყნის მოსახლეობის ყოველთვიური შემოსავლების დონე ერთ ოჯახზე 12,4%-ით გაიზარდა, ერთ სულ მოსახლეზე - 12,5%-ით.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის ყოველთვიურმა შემოსავალმა 2025 წელს 2,1 ათასი ლარი შეადგინა და ყოველთვიურ ხარჯებს 195 ლარით გადააჭარბა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
გარდა ამისა, 2025 წელს ქვეყნის მოსახლეობის ყოველთვიური შემოსავლების დონე ერთ ოჯახზე 12,4%-ით გაიზარდა, ერთ სულ მოსახლეზე - 12,5%-ით. ყოველთვიური ხარჯების დონე ოჯახზე ერთ წელიწადში გაიზარდა 11,6%-ით, ერთ სულ მოსახლეზე - 11,7%-ით.
საქართველოში ერთი ოჯახის საშუალოთვიურმა შემოსავალმა 2,131 ლარი შეადგინა, ერთ სულ მოსახლეზე - 664 ლარი.
ოჯახების შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავალი და გზავნილები, რომლებიც 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 0,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და ოჯახის მთლიანი შემოსავლის 90,5% შეადგინა.
საქართველოს მოსახლეობის ფულადი შემოსავლის ძირითად წყაროს ხელფასები წარმოადგენს, რომელიც მოსახლეობის მიერ მიღებული მთლიანი ფულადი შემოსავლის 49,3%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა სახელმწიფოსგან მიღებული თანხა (პენსიები, დახმარება და სტიპენდიები – 21,9%), მესამეზე კი თვითდასაქმების შედეგად მიღებული ფულადი სახსრები (13,3%).
შემდეგ მოდის საჩუქრად მიღებული სახსრები (7,2%), სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი (4,6%), უცხოეთიდან გადარიცხვები (2,9%) და საცხოვრებლის გაქირავებიდან მიღებული თანხა (0,7%).
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წელს ოჯახის საშუალო ყოველთვიურმა ხარჯმა 1936 ლარი შეადგინა, ხოლო ერთი ადამიანის – 603 ლარი.
ამასთან, ნაღდი ფულადი ხარჯები ყველა ხარჯის 69,3%-ს შეადგენს.
საქართველოს მოსახლეობა სახსრების ძირითად ნაწილს საკვებზე, სასმელსა და სიგარეტზე ხარჯავს. ეს შეადგენს მოსახლეობის ყოველთვიური ხარჯების 38,7%-ს.
მეორე ადგილზეა ტრანსპორტი (11,4%). მესამე ადგილს იკავებს კომუნალური გადასახადები 11,3% მოდის.
მესამეზე კი სამედიცინო მომსახურებაა (10,9%).
შემდეგ მოდის სამედიცინო მომსახურება, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენა, საყოფაცხოვრებო ნივთები და განათლება. კიდევ 13,7% სხვა სამომხმარებლო ხარჯს შეადგენს.