https://sputnik-georgia.com/20260527/saqartvelos-droshis-perebshi-shenobebi-ganatda-298872492.html
საქართველოს დროშის ფერებში მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები განათდა
საქართველოს დროშის ფერებში მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები განათდა
Sputnik საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თემატური ღონისძიებები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაიმართა. 27.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-27T18:15+0400
2026-05-27T18:15+0400
2026-05-27T18:15+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284791935_0:122:1280:842_1920x0_80_0_0_79b0eb3d807a56e4570314762eb9400d.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნა, ღონისძიებები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უცხოეთში ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების ორგანიზებით ჩატარდა.საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები განათდა.საქართველოს დროშის ფერებში განათდა დოჰაში, სასტუმრო „შერატონი“, სასტუმრო „თორჩი“ და ასევე ალ-ჯაბერის კოშკები.საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, თეთრ და წითელ ფერებში განათდა არგენტინაში სკულპტურა Floralis Genérica და „დიდი ქარტიისა და არგენტინის ოთხი რეგიონის მონუმენტი“.საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში „მილენიუმის ხიდიც“ ქართული დროშის ფერებშია განათებული. საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალაქ კრაკოვში, ბერნადეტის ხიდი (Kładka Ojca Bernatka), ასევე სოფიის ბიბლიოთეკაც. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა მეხიკოს მთავარი ღირსშესანიშნაობები: Edificio de Gobierno de la Ciudad de México, Ángel de la Independencia, Monumento a la Revolución, Fuente de la Diana Cazadora, Monumento a Cuauhtémoc, Fuente de Petróleos. ასევე საქართველოს დროშის ფერებში პირველად განათდა მეხიკოს შტატის დედაქალაქ ტოლუკაში მდებარე მონუმენტი Torres Bicentenario. დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. შესაბამისი აქტი რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 9 აპრილს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284791935_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_e97bcf2ec22300d47d05c8ae0ceeaef0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს დროშის ფერებში მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები განათდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თემატური ღონისძიებები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაიმართა.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნა, ღონისძიებები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უცხოეთში ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების ორგანიზებით ჩატარდა.
საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები განათდა.
საქართველოს დროშის ფერებში განათდა დოჰაში, სასტუმრო „შერატონი“, სასტუმრო „თორჩი“ და ასევე ალ-ჯაბერის კოშკები.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, თეთრ და წითელ ფერებში განათდა არგენტინაში სკულპტურა Floralis Genérica და „დიდი ქარტიისა და არგენტინის ოთხი რეგიონის მონუმენტი“.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში „მილენიუმის ხიდიც“ ქართული დროშის ფერებშია განათებული.
საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალაქ კრაკოვში, ბერნადეტის ხიდი (Kładka Ojca Bernatka), ასევე სოფიის ბიბლიოთეკაც.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა მეხიკოს მთავარი ღირსშესანიშნაობები: Edificio de Gobierno de la Ciudad de México, Ángel de la Independencia, Monumento a la Revolución, Fuente de la Diana Cazadora, Monumento a Cuauhtémoc, Fuente de Petróleos. ასევე საქართველოს დროშის ფერებში პირველად განათდა მეხიკოს შტატის დედაქალაქ ტოლუკაში მდებარე მონუმენტი Torres Bicentenario.
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. შესაბამისი აქტი რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 9 აპრილს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე მიიღო.