საქართველოში მცხოვრები მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ - ვიდეო

გამოწერა
საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. მზის ამოსვლისას სადღესასწაულო ლოცვა ქვეყნის ყველა მეჩეთში ჩატარდა.
სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 40 ათასი მუსლიმანი ცხოვრობს. ქვეყანაში მოქმედებს 250-ზე მეტი მეჩეთი, მათგან დაახლოებით 100 მუსლიმური თემის საკუთრებაშია.

მუსლიმთა უმრავლესობა ცხოვრობს აჭარაში, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, ასევე პანკისის ხეობასა და კახეთის რეგიონში.
ყველა ახალი ამბავი
0