როგორ აღნიშნა ოპოზიციამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე – ვიდეო

გამოწერა
ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა პირობას დადეს, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისის ცენტრში მასობრივ საპროტესტო აქციას ჩაატარებდნენ და ამით არსებული წყობილების შეცვლის საკითხზე ხალხის ნების დემონსტრირებას მოახდენდნენ.
თუმცა, აქციისთვის ორთვიანმა მზადებამ და ქვეყნის რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებმა სასურველი შედეგი არ გამოიღო - მსვლელობაში და პარლამენტთან გამართულ აქციაში მონაწილეობა მიიღო, სავარაუდოდ, ხუთიდან რვა ათასამდე ადამიანმა.
საზოგადოების რევოლუციური სულისკვეთების დემონსტრირების შესახებ ოპოზიციის ლიდერების დაპირებები არ გამართლდა - პროტესტის მონაწილეთა აღნიშნული რაოდენობა აშკარად საკმარისი არაა, რათა მან მთელი ქართული საზოგადოების ნება გამოხატოს.
ყველა ახალი ამბავი
0