გორში სამართალდამცველები ორ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ - ფაქტზე გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2026
გამოწერა
შემთხვევა გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში მოხდა.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში მოხდა. სამართალდამცველებმა 2 პირის დაკავებისას, მათზე ფიზიკურად იძალადეს - ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა.
„ამ ეტაპზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. საზოგადოებას უმოკლეს დროში ვაცნობებთ გამოძიების შედეგების შესახებ”, - აცხადებენ პროკურატურაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0