https://sputnik-georgia.com/20260527/meria-avlabris-metroshi-cklis-chasvlas-iziebs-298880094.html
ვინ არის პასუხისმგებელი მეტრო „ავლაბარში“ წყლის ჩასვლაზე? მერიამ მოკვლევა დაიწყო
ვინ არის პასუხისმგებელი მეტრო „ავლაბარში“ წყლის ჩასვლაზე? მერიამ მოკვლევა დაიწყო
Sputnik საქართველო
22 მაისს, თბილისში მოსული უხვი ნალექის შედეგად, მეტრო „ავლაბრის" ვესტიბიულში წვიმის წყალი ჩავიდა - ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. 27.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-27T22:55+0400
2026-05-27T22:55+0400
2026-05-27T22:56+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23892/51/238925181_0:103:2000:1228_1920x0_80_0_0_b4b96d61445fd0a9177bf1f51d5cd070.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ აუდიტის სამსახურსა და თავის მოადგილეებს მეტროს სადგურ „ავლაბარში" , რომლის სარემონტო სამუშაოებიც 2 წლის წინ დასრულდა, უამინდობის გამო წვიმის ჩასვლის მიზეზების მოკვლევა დაავალა.22 მაისს, თბილისში მოსული უხვი ნალექის შედეგად, მეტრო „ავლაბრის" ვესტიბიულში წვიმის წყალი ჩავიდა - ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული მეტროს სადგურის რეაბილიტაცია 2024 დასრულდა და აუცილებლად დასადგენია, რატომ ჩავიდა წყალი და იყო თუ არა სამუშაოები ხარისხიანად შესრულებული.მეტროს სადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის ივლისში დაიწყო და 2024 წლის ნოემბერში დასრულდა. სამუშაოები კომპანია Bada Group-მა განახორციელა - სადგურის განახლებისა და შეკეთების პროექტის ღირებულებამ 4,2 მლნ ლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23892/51/238925181_112:0:1888:1332_1920x0_80_0_0_ffb2f46d7120d64f3c2d03d4d3f362be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
ვინ არის პასუხისმგებელი მეტრო „ავლაბარში“ წყლის ჩასვლაზე? მერიამ მოკვლევა დაიწყო
22:55 27.05.2026 (განახლებულია: 22:56 27.05.2026) 22 მაისს, თბილისში მოსული უხვი ნალექის შედეგად, მეტრო „ავლაბრის" ვესტიბიულში წვიმის წყალი ჩავიდა - ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ აუდიტის სამსახურსა და თავის მოადგილეებს მეტროს სადგურ „ავლაბარში" , რომლის სარემონტო სამუშაოებიც 2 წლის წინ დასრულდა, უამინდობის გამო წვიმის ჩასვლის მიზეზების მოკვლევა დაავალა.
22 მაისს, თბილისში მოსული უხვი ნალექის შედეგად, მეტრო „ავლაბრის" ვესტიბიულში წვიმის წყალი ჩავიდა - ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული მეტროს სადგურის რეაბილიტაცია 2024 დასრულდა და აუცილებლად დასადგენია, რატომ ჩავიდა წყალი და იყო თუ არა სამუშაოები ხარისხიანად შესრულებული.
„ეს კატეგორიულად მიუღებელი დამოკიდებულებაა! არ ვიცი, ვისი ბრალია — კომპანიის, მათი, ვინც ჩაიბარა სამუშაოები თუ ზედამხედველის. აუდიტის სამსახურს ევალება, ყველაფერი მოიკვლიოს და თუ საჭირო იქნება, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას. მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ეს ყველას გვაზიანებს, მათ შორის პირადად მეც. აქ კომპანიაზე არავინ საუბრობს — ყველანი მერიაზე, ჩვენზე ლაპარაკობენ“, — აღნიშნა კალაძემ.
მეტროს სადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის ივლისში დაიწყო და 2024 წლის ნოემბერში დასრულდა. სამუშაოები კომპანია Bada Group-მა განახორციელა - სადგურის განახლებისა და შეკეთების პროექტის ღირებულებამ 4,2 მლნ ლარი შეადგინა.