https://sputnik-georgia.com/20260527/kobaxidze-gorshi-momxdar-paqts-exmaureba-298880246.html
აბსოლუტურად მიუღებელია: კობახიძე სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე
აბსოლუტურად მიუღებელია: კობახიძე სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე
Sputnik საქართველო
პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 27.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-27T20:37+0400
2026-05-27T20:37+0400
2026-05-27T23:51+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290549643_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_58230392b56c2230d81d12c192a24ac1.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ ექნება სათანადო რეაგირება, განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.დღეს, სოციალურ ქსელში სამართალდამცველების მიერ დაკავებული პირის ცემის ამსახველი კადრები გავრცელდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდა – საქართველოს პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ ავტომობილის გაჩერება სცადა, რომელშიც ბანკის თანამშრომელი და მისი მეგობარი იმყოფებოდნენ. სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, მას შემდეგ, რაც დაკავებული პოლიციელისკენ გაიწია, სამართალდამცველთა ჯგუფმა მას ფეხებით დაუწყო ცემა. ერთ-ერთი სამართალდამცველი დაკავებულს თავში ფეხს მას შემდეგაც კი ურტყამს, რაც მას ხელბორკილები დაადეს.მედიის ცნობით, „კომბინატის“ დასახლებაში ასევე იმყოფებოდა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სერგი ბზიშვილიც. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დაკავებულს ცივი იარაღი ჰქონდა.პროკურატურა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290549643_61:0:1198:853_1920x0_80_0_0_af3f9c139e57c70b8b2d6efae26bd61b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
აბსოლუტურად მიუღებელია: კობახიძე სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე
20:37 27.05.2026 (განახლებულია: 23:51 27.05.2026) პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ ექნება სათანადო რეაგირება, განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
დღეს, სოციალურ ქსელში სამართალდამცველების მიერ დაკავებული პირის ცემის ამსახველი კადრები გავრცელდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდა – საქართველოს პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ, სათანადო რეაგირება ამაზე. საზოგადოება იქნება ინფორმირებული“, - განაცხადა კალაძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ ავტომობილის გაჩერება სცადა, რომელშიც ბანკის თანამშრომელი და მისი მეგობარი იმყოფებოდნენ. სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, მას შემდეგ, რაც დაკავებული პოლიციელისკენ გაიწია, სამართალდამცველთა ჯგუფმა მას ფეხებით დაუწყო ცემა. ერთ-ერთი სამართალდამცველი დაკავებულს თავში ფეხს მას შემდეგაც კი ურტყამს, რაც მას ხელბორკილები დაადეს.
მედიის ცნობით, „კომბინატის“ დასახლებაში ასევე იმყოფებოდა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სერგი ბზიშვილიც. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დაკავებულს ცივი იარაღი ჰქონდა.
პროკურატურა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებს.