https://sputnik-georgia.com/20260527/diplomatiis-akademia-iqmneba-298879426.html
პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
სასწავლებელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება. 27.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-27T21:06+0400
2026-05-27T21:06+0400
2026-05-27T21:06+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოში დიპლომატიის აკადემია, როგორც სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი შეიქმნება — შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.ქვეყანაში დიპლომატებისთვის სპეციალური უმაღლესი სასწავლებლის შექმნის აუცილებლობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მიზეზად მან სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამებზე მომზადების არასაკმარისი დონე დაასახელა.სასწავლებელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება. ამასთან, პირები, რომლებიც აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ, „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის“ შესაბამისად, დიპლომატიურ თანამდებობაზე დაინიშნებიან.დიპლომატიის აკადემიაში სტუდენტთა მიღება დაგეგმილია 2027 სასწავლო წლიდან - აკადემიაში მიღებული იქნება 70 სტუდენტი საბაკალავრო, ხოლო 50 სტუდენტი სამაგისტრო პროგრამებზე.პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების ფარგლებში, დიპლომატიის აკადემიაში 46 პირი დასაქმდება. წინასწარი გათვლებით, შესაბამისი სახელფასო ფონდი ყოველწლიურად 1 093 350 ლარი იქნება.ცვლილებები შედის „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონშიც, რომლის თანახმად, მინისტრი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, შეძლებს პრეზიდენტისგან მიიღოს ელჩის დიპლომატიური რანგი.აღნიშნული ცვლილებების მიზეზია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთელი ხელმძღვანელობის სტატუსის გათანაბრების სწრაფვა, ვინაიდან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ეს რანგი უკვე ენიჭება მინისტრის ყველა მოადგილეს, რომლებიც, ისევე როგორც თავად მინისტრი, პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებენ.დღეს მოქმედი კანონის თანახმად, მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსის მიუხედავად, უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის კატეგორიას განეკუთვნებიან. აქედან გამომდინარე, საგარეო უწყების განმარტებით, მიზანშეწონილია, რომ თავად მინისტრი, როგორც დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელი, უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირის სტატუსს ფლობდეს.საქართველოში არ არსებობს აკრძალვა საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე დიპლომატიური რანგის არმქონე პირის დანიშვნაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
სასწავლებელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოში დიპლომატიის აკადემია, როგორც სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი შეიქმნება — შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ქვეყანაში დიპლომატებისთვის სპეციალური უმაღლესი სასწავლებლის შექმნის აუცილებლობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მიზეზად მან სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამებზე მომზადების არასაკმარისი დონე დაასახელა.
ცვლილებების თანახმად, დიპლომატიის აკადემია პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო, პოლიტიკის მეცნიერებებისა და დიპლომატია-საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამებს, კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსსა და მინისტრის გადაწყვეტილების შემთხვევაში - სხვა კურსებს განახორციელებს.
სასწავლებელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება.
ამასთან, პირები, რომლებიც აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ, „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის“ შესაბამისად, დიპლომატიურ თანამდებობაზე დაინიშნებიან.
დიპლომატიის აკადემიაში სტუდენტთა მიღება დაგეგმილია 2027 სასწავლო წლიდან - აკადემიაში მიღებული იქნება 70 სტუდენტი საბაკალავრო, ხოლო 50 სტუდენტი სამაგისტრო პროგრამებზე.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების ფარგლებში, დიპლომატიის აკადემიაში 46 პირი დასაქმდება. წინასწარი გათვლებით, შესაბამისი სახელფასო ფონდი ყოველწლიურად 1 093 350 ლარი იქნება.
ცვლილებები შედის „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონშიც, რომლის თანახმად, მინისტრი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, შეძლებს პრეზიდენტისგან მიიღოს ელჩის დიპლომატიური რანგი.
აღნიშნული ცვლილებების მიზეზია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთელი ხელმძღვანელობის სტატუსის გათანაბრების სწრაფვა, ვინაიდან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ეს რანგი უკვე ენიჭება მინისტრის ყველა მოადგილეს, რომლებიც, ისევე როგორც თავად მინისტრი, პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებენ.
დღეს მოქმედი კანონის თანახმად, მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსის მიუხედავად, უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის კატეგორიას განეკუთვნებიან. აქედან გამომდინარე, საგარეო უწყების განმარტებით, მიზანშეწონილია, რომ თავად მინისტრი, როგორც დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელი, უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირის სტატუსს ფლობდეს.
საქართველოში არ არსებობს აკრძალვა საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე დიპლომატიური რანგის არმქონე პირის დანიშვნაზე.