https://sputnik-georgia.com/20260527/axalcixeshi-proeqtebs-ganaxorcieleben-298871099.html
ახალციხეში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება
ახალციხეში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება
Sputnik საქართველო
პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდას, რეკრეაციული სივრცეების გაფართოებას და სოციალურ-კულტურული გარემოს გაუმჯობესებას. 27.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-27T17:00+0400
2026-05-27T17:00+0400
2026-05-27T17:00+0400
საქართველო
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23206/14/232061471_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_42d542a8fcfc139c006b25e6443176bb.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ახალციხეში ურბანული, რეკრეაციული და კულტურული სივრცეების განვითარების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იწყება, რომელთაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, პროექტები მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრში თანამედროვე, მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის ჯანსაღი ცხოვრების, სოციალური ურთიერთობებისა და კულტურული აქტივობებისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის.პირველ ეტაპზე დაიწყება ახალციხის ცენტრალური პარკის პროექტირება, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორიელებს.გარდა ამისა ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალციხის ციხის კომპლექსისა და ახალციხის ტბასთან არსებული პარკის განვითარების პროექტების მომზადებას იწყებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში უკვე გამოვლენილია ახალციხის ტბის მიმდებარე პარკისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის კონცეფციის გამარჯვებული. ახალი პარკი კონცეფციურად დაკავშირებული იქნება ქალაქის ცენტრალურ რეკრეაციულ სივრცესთან და მოიცავს საბავშვო, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო და დასასვენებელ ზონებს, ასევე საფეხმავლო და საველოსიპედო ინფრასტრუქტურას, ღია სცენას, პავილიონებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებს. პარალელურად, მომზადდება ახალციხის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციის არქიტექტურული პროექტი, რომლის მთავარი ამოცანაა ისტორიული იერსახისა და ავთენტურობის დაცვით დაზიანებული ნაგებობების აღდგენა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. პროექტი ითვალისწინებს აუცილებელი სარეაბილიტაციო ჩარევების ეტაპობრივ განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს როგორც კომპლექსის უწყვეტ ფუნქციონირებას, ისე რესურსების ეფექტიან მართვას როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ახალციხეში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები შექმნის ურთიერთდაკავშირებულ ურბანულ და კულტურულ სივრცეებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის ტურისტული მიმზიდველობის ზრდას, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23206/14/232061471_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_47b8282a870a06d5155c6863e2269d9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
ახალციხეში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება
პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდას, რეკრეაციული სივრცეების გაფართოებას და სოციალურ-კულტურული გარემოს გაუმჯობესებას.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ახალციხეში ურბანული, რეკრეაციული და კულტურული სივრცეების განვითარების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იწყება, რომელთაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, პროექტები მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრში თანამედროვე, მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის ჯანსაღი ცხოვრების, სოციალური ურთიერთობებისა და კულტურული აქტივობებისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის.
პირველ ეტაპზე დაიწყება ახალციხის ცენტრალური პარკის პროექტირება, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორიელებს.
პროექტის ფარგლებში ცენტრალურ პარკში მოეწყობა საბავშვო და სპორტული ზონები, კულტურული, საგანმანათლებლო და რეკრეაციული სივრცეები, ღია სპორტული მოედნები და სავარჯიშო სივრცეები, ასევე საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელი. დაგეგმილია საინფორმაციო და კომერციული პავილიონების, ღია სცენის, პერგოლებისა და შადრევნების მოწყობა.
გარდა ამისა ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალციხის ციხის კომპლექსისა და ახალციხის ტბასთან არსებული პარკის განვითარების პროექტების მომზადებას იწყებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში უკვე გამოვლენილია ახალციხის ტბის მიმდებარე პარკისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის კონცეფციის გამარჯვებული.
ახალი პარკი კონცეფციურად დაკავშირებული იქნება ქალაქის ცენტრალურ რეკრეაციულ სივრცესთან და მოიცავს საბავშვო, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო და დასასვენებელ ზონებს, ასევე საფეხმავლო და საველოსიპედო ინფრასტრუქტურას, ღია სცენას, პავილიონებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებს.
პარალელურად, მომზადდება ახალციხის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციის არქიტექტურული პროექტი, რომლის მთავარი ამოცანაა ისტორიული იერსახისა და ავთენტურობის დაცვით დაზიანებული ნაგებობების აღდგენა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. პროექტი ითვალისწინებს აუცილებელი სარეაბილიტაციო ჩარევების ეტაპობრივ განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს როგორც კომპლექსის უწყვეტ ფუნქციონირებას, ისე რესურსების ეფექტიან მართვას
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ახალციხეში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები შექმნის ურთიერთდაკავშირებულ ურბანულ და კულტურულ სივრცეებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის ტურისტული მიმზიდველობის ზრდას, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.