https://sputnik-georgia.com/20260527/avalianis-saqmeze-sasamartlom-ori-piri-damnashaved-cno-298872119.html
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე: ბრალდებული არასრულწლოვნები მოსამართლემ დამნაშავედ ცნო
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე: ბრალდებული არასრულწლოვნები მოსამართლემ დამნაშავედ ცნო
Sputnik საქართველო
გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ოთხი არასრულწლოვანი, მათ შორის ერთი გოგონა. 27.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-27T17:29+0400
2026-05-27T17:29+0400
2026-05-27T17:29+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_2209b3d3e754b75977be7026d5078c99.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 წლის გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული დემეტრე ჩიქოვანი და კიდევ ერთი პირი - ანი ნასყიდაშვილი დამნაშავეებად ცნო. 28 წლის მასწავლებლისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ გიგა ავალიანის გარდაცვალებამ ქართული საზოგადოება შეძრა. თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმის გამო ავალიანი სამი კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და 2025 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ოთხი არასრულწლოვანი, მათ შორის ერთი გოგონა. ბრალდების მხარე ჩიქოვანს გიგა ავალიანზე თავდასხმის მომზადებას, ხოლო ანი ნასყიდაშვილს შეუტყობინებლობას ედავება. მოსამართლე სასჯელის ზომას 2 ივნისს, 12:00 საათზე გამოაცხადებს. მიმდინარე წლის მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩიქოვანს ხუთ ეპიზოდზე (მათ შორის ავალიანის საქმეზე) გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. იგი დამნაშავედ ცნეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში. აპრილში კი მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - კანონმდებლობის თანახმად, სასჯელის ვადა 6,9 წლამდე შემცირდა.ჩიქოვანთან ერთად, აპრილში სასამართლომ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც ავალიანის სიკვდილი გამოიწვია - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_57a722f55409d8bc3a05133ba5d42972.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე: ბრალდებული არასრულწლოვნები მოსამართლემ დამნაშავედ ცნო
გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ოთხი არასრულწლოვანი, მათ შორის ერთი გოგონა.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 წლის გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული დემეტრე ჩიქოვანი და კიდევ ერთი პირი - ანი ნასყიდაშვილი დამნაშავეებად ცნო.
28 წლის მასწავლებლისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ გიგა ავალიანის გარდაცვალებამ ქართული საზოგადოება შეძრა. თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმის გამო ავალიანი სამი კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და 2025 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ოთხი არასრულწლოვანი, მათ შორის ერთი გოგონა.
ბრალდების მხარე ჩიქოვანს გიგა ავალიანზე თავდასხმის მომზადებას, ხოლო ანი ნასყიდაშვილს შეუტყობინებლობას ედავება. მოსამართლე სასჯელის ზომას 2 ივნისს, 12:00 საათზე გამოაცხადებს.
მიმდინარე წლის მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩიქოვანს ხუთ ეპიზოდზე (მათ შორის ავალიანის საქმეზე) გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. იგი დამნაშავედ ცნეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში. აპრილში კი მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - კანონმდებლობის თანახმად, სასჯელის ვადა 6,9 წლამდე შემცირდა.
ჩიქოვანთან ერთად, აპრილში სასამართლომ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც ავალიანის სიკვდილი გამოიწვია - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.