სიღარიბის დონე საქართველოში - ბოლო მონაცემები

© Sputnik / Viktor Kaminskyხანდაზმული ქალი მოწყალებას ითხოვს
ხანდაზმული ქალი მოწყალებას ითხოვს - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2026
გამოწერა
ქალაქებთან შედარებით, სოფლად გაცილებით მეტი ადამიანია, ვისაც არ მიუწვდება ხელი მინიმალურ საარსებო საშუალებებზე
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოში 2025 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ქვეყნის მოსახლეობის 7,1% ცხოვრობდა, რაც წინა წელთან შედარებით 2,3%-ით ნაკლებია, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
„საქსტატის“ მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს ქალაქების მოსახლეობის 6% და სოფლების მოსახლეობის 9%. 2024 წლიდან აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქად 1,8%-ით, სოფლად კი 2,9%-ით შემცირდა.
აბსოლუტური სიღარიბე ასაკობრივ კატეგორიებს შორის ასე გამოიყურება: პირველ ადგილზე არიან ბავშვები და არასრულწლოვნები, ანუ 18 წლამდე მოქალაქეები. გასულ წელს მათი რაოდენობა იყო 9,2%, რაც 2024 წელთან შედარებით 2,9%-ით ნაკლებია.
2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა, როგორც მთლიანი შემოსავლების, ისე მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით შემცირდა 0,01-ით და 0,34 შეადგინა.
ჯინის კოეფიციენტი წარმოადგენს ცალკეულ პირთა ან საოჯახო მეურნეობების შემოსავლების ფაქტობრივი განაწილების გაფანტულობის საზომს. ჯინის ინდექსი ზომავს უთანაბრობას მონაცემთა განაწილებაში. ინდექსის მნიშვნელობა 0 უთითებს, რომ უთანაბრობა არ არსებობს (აბსოლუტური თანასწორობა), ხოლო 1 უთითებს, რომ უთანაბრობა მაქსიმალურია (აბსოლუტური უთანაბრობა).
ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით 0,02-ით შემცირდა და 0,34 შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0