https://sputnik-georgia.com/20260526/shio-mesame-mosaxleobas-damoukideblobis-dges-ulocavs-298845356.html
შიო III: თავისუფლება, პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა, შინაგანი სიმტკიცე
შიო III: თავისუფლება, პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა, შინაგანი სიმტკიცე
Sputnik საქართველო
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია. 26.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-26T16:27+0400
2026-05-26T16:27+0400
2026-05-26T16:27+0400
საქართველო
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/1a/298842056_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_f1ddfd9737b2e4c3b02c757422eb4e7c.jpg
თბილისი, 26 მაისი - Sputnik. თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები თავისუფლებაზე, თითქოს ის ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა, თავისუფლება, პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა, რწმენა, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრება, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა. წელს 26 მაისი განსაკუთრებული კონცეფციით აღინიშნება, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებების ოფიციალური გზავნილია: „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“.პატრიარქმა სიტყვით გამოსვლისას მომავალ თაობას მიმართა. შიო მესამის თქმით, ისინი არიან საქართველოს იმედი და სიმტკიცე.როგორც შიო მესამემ აღნიშნა, თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ და მისი გაძლიერებისთვის და განმტკიცებისთვის ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ. „სინამდვილეში ჭეშმარიტი თავისუფლება ეს არის დაძლევა მანკიერი თვისებებისა და ვნებების, ვალდებულებაა, აკეთო ის, რაც მართებულია და ღვთისთვის სათნოა. სწორედ ამ ღირებულებების გააზრებით აღზრდილი თაობა შეძლებს შეინარჩუნოს ქვეყნის ერთიანობა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა“, - განაცხადა პატრიარქმა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, ძლიერი სახელმწიფო შენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებას აერთიანებს საერთო ეროვნული მიზნებისა და სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება. 26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება. დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/1a/298842056_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_2b95f11a09281c8b9fa6dda6382bbf0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საზოგადოება, ახალი ამბები
შიო III: თავისუფლება, პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა, შინაგანი სიმტკიცე
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია.
თბილისი, 26 მაისი - Sputnik. თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები თავისუფლებაზე, თითქოს ის ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა, თავისუფლება, პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა, რწმენა, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრება, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
წელს 26 მაისი განსაკუთრებული კონცეფციით აღინიშნება, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებების ოფიციალური გზავნილია: „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“.
პატრიარქმა სიტყვით გამოსვლისას მომავალ თაობას მიმართა. შიო მესამის თქმით, ისინი არიან საქართველოს იმედი და სიმტკიცე.
„დამოუკიდებლობა უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ჩვენი ერისა და მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ ხმობილნი, თქვენ ხართ საქართველოს იმედი და სიმტკიცე, ამიტომ მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი“, - განაცხადა პატრიარქმა.
როგორც შიო მესამემ აღნიშნა, თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ და მისი გაძლიერებისთვის და განმტკიცებისთვის ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ.
„სინამდვილეში ჭეშმარიტი თავისუფლება ეს არის დაძლევა მანკიერი თვისებებისა და ვნებების, ვალდებულებაა, აკეთო ის, რაც მართებულია და ღვთისთვის სათნოა. სწორედ ამ ღირებულებების გააზრებით აღზრდილი თაობა შეძლებს შეინარჩუნოს ქვეყნის ერთიანობა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა“, - განაცხადა პატრიარქმა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, ძლიერი სახელმწიფო შენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებას აერთიანებს საერთო ეროვნული მიზნებისა და სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება.
„დაე, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაფუძნებული იყოს ღვთისა და სამშობლოს სიყვარულზე, სამართლიანობაზე და მშვიდობაზე, ერთიანობასა და შემწყნარებლობაზე, მოყვასისა და საკაცობრიო სიკეთის მსახურებაზე.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.