https://sputnik-georgia.com/20260526/saxelmwipo-himni-shesrulda-298839093.html
„ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას“ - სახელმწიფო ჰიმნი ქვეყნის მასშტაბით შესრულდა
„ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას“ - სახელმწიფო ჰიმნი ქვეყნის მასშტაბით შესრულდა
Sputnik საქართველო
საქართველო 2026 წელს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავს აღნიშნავს 26.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-26T17:18+0400
2026-05-26T17:18+0400
2026-05-26T17:18+0400
საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24352/50/243525067_0:169:3040:1879_1920x0_80_0_0_a51860c98ca05922da225eb8e84b384a.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი „თავისუფლება“ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ქვეყნის მასშტაბით 17:10 საათზე შესრულდა.თბილისში, საქართველო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 17:10 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში სახელმწიფო ჰიმნი „ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!" აჟღერდა - ჰიმნი რამდენიმე ანსამბლმა შეასრულა.108 წლის წინ, ზუსტად 17:10 საათზე, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სწორედ ამ დროს, ქვეყნის მასშტაბით, ტრადიციულად, საქართველოს ჰიმნი სრულდება. ეროვნული დღესასწაული დედაქალაქსა და მთელ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წელს საქართველოს 21 ქალაქში იმართება.ეროვნულ დღესასწაულზე სამხედრო ფიცი 600-მდე წვევამდელმა დადო. ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქის გარდა, კიდევ 12 ისტორიულ ადგილას გაიმართა.წელს 26 მაისი განსაკუთრებული კონცეფციით აღინიშნება, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებების ოფიციალური გზავნილია: „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“.დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. შესაბამისი აქტი რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 9 აპრილს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24352/50/243525067_155:0:2884:2047_1920x0_80_0_0_708073607988b9c78558c069b467a838.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საზოგადოება, ახალი ამბები
„ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას“ - სახელმწიფო ჰიმნი ქვეყნის მასშტაბით შესრულდა
საქართველო 2026 წელს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავს აღნიშნავს
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი „თავისუფლება“ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ქვეყნის მასშტაბით 17:10 საათზე შესრულდა.
თბილისში, საქართველო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 17:10 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში სახელმწიფო ჰიმნი „ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!" აჟღერდა - ჰიმნი რამდენიმე ანსამბლმა შეასრულა.
108 წლის წინ, ზუსტად 17:10 საათზე, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სწორედ ამ დროს, ქვეყნის მასშტაბით, ტრადიციულად, საქართველოს ჰიმნი სრულდება.
ეროვნული დღესასწაული დედაქალაქსა და მთელ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წელს საქართველოს 21 ქალაქში იმართება.
ეროვნულ დღესასწაულზე სამხედრო ფიცი 600-მდე წვევამდელმა დადო. ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქის გარდა, კიდევ 12 ისტორიულ ადგილას გაიმართა.
წელს 26 მაისი განსაკუთრებული კონცეფციით აღინიშნება, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებების ოფიციალური გზავნილია: „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“.
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. შესაბამისი აქტი რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 9 აპრილს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე მიიღო.