https://sputnik-georgia.com/20260526/sagareo-ministris-tanamdeboba-umaglesi-diplomatiuri-tanamdeboba-xdeba-298859087.html
საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, შესაძლოა, უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა გახდეს
საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, შესაძლოა, უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა გახდეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, შესაძლოა უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობად განისაზღვროს. 26.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-26T21:53+0400
2026-05-26T21:53+0400
2026-05-26T21:53+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
კანონმდებლობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_632afeb1c0b901ac3b0f6ba07bde2ab0.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, შესაძლოა უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობად განისაზღვროს. ცვლილებები, რომლითაც უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობების ჩამონათვალი ფართოვდება, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანია არსებული სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრა და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიური თანამდებობის პირად განსაზღვრა.დღეს მოქმედი კანონის თანახმად, მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსის მიუხედავად, უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის კატეგორიას განეკუთვნებიან. აქედან გამომდინარე, საგარეო უწყების განმარტებით, მიზანშეწონილია, რომ თავად მინისტრი, როგორც დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელი, უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირის სტატუსს ფლობდეს.როგორც უწყებაში განმარტეს, მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, როგორც დიპლომატიური თანამდებობის პირის სამართლებრივ სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი წარმოადგენს დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს.კანონპროექტის მიხედვით, უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭებასთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს შესაბამის ფინანსურ სარგებელს - ყოველთვიური დანამატი განისაზღვრება 1 360 ლარის ოდენობით.კანონპროექტის განხილვა პარლამენტის საკომიტეტო ფორმატებში მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_9bd32177ab048eac9fbcc2e1c9aed8e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კანონმდებლობა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კანონმდებლობა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, შესაძლოა უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობად განისაზღვროს.
ცვლილებები, რომლითაც უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობების ჩამონათვალი ფართოვდება, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანია არსებული სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრა და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიური თანამდებობის პირად განსაზღვრა.
დღეს მოქმედი კანონის თანახმად, მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსის მიუხედავად, უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის კატეგორიას განეკუთვნებიან. აქედან გამომდინარე, საგარეო უწყების განმარტებით, მიზანშეწონილია, რომ თავად მინისტრი, როგორც დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელი, უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირის სტატუსს ფლობდეს.
„ცვლილების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრზე, როგორც დიპლომატიურ თანამდებობის პირზე, გავრცელდება კანონით დადგენილი რეგულაციები, მათ შორის დიპლომატიური რანგის მინიჭებასთან დაკავშირებული წესები და პირობები“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
როგორც უწყებაში განმარტეს, მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, როგორც დიპლომატიური თანამდებობის პირის სამართლებრივ სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი წარმოადგენს დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს.
კანონპროექტის მიხედვით, უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭებასთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს შესაბამის ფინანსურ სარგებელს - ყოველთვიური დანამატი განისაზღვრება 1 360 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტის საკომიტეტო ფორმატებში მიმდინარეობს.