https://sputnik-georgia.com/20260526/papuashvili-damoukideblobis-dges-gvilocavs-298850965.html
პაპუაშვილი: 35 წელია ერი და ბერი ერთად გავდივართ სახელმწიფოდ ყოფნის ეკლიან გზას
პაპუაშვილი: 35 წელია ერი და ბერი ერთად გავდივართ სახელმწიფოდ ყოფნის ეკლიან გზას
Sputnik საქართველო
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია 26.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-26T17:00+0400
2026-05-26T17:00+0400
2026-05-26T17:16+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496816_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_e8a1e4ba69446c3ef1b49b05c260b569.jpg
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. ჯარისკაცებო, თქვენი ფიცით და ჩვენი ერთობით, პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას. წელს 26 მაისი განსაკუთრებული კონცეფციით აღინიშნება, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებების ოფიციალური გზავნილია: „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩვენ ვნახეთ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი ავტოკეფალია, ნამდვილი დამოუკიდებლობა, როდესაც ჩვენ თვითონ, ყოველგვარი უცხო მოქმედებისგან თავისუფლად, თავად ვწყვეტთ ჩვენს ბედისწერას. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონიით დაიწყო. გარდა ამისა, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქსა და 20 ქალაქში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების და საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის სამხედრო თვითმფრინავებმა გადაიფრინეს. 26 მაისი 26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება. დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496816_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_854e2592de3854a478e1d21a8b2ff76c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საზოგადოება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საზოგადოება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , ახალი ამბები
პაპუაშვილი: 35 წელია ერი და ბერი ერთად გავდივართ სახელმწიფოდ ყოფნის ეკლიან გზას
17:00 26.05.2026 (განახლებულია: 17:16 26.05.2026) საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. ჯარისკაცებო, თქვენი ფიცით და ჩვენი ერთობით, პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.
წელს 26 მაისი განსაკუთრებული კონცეფციით აღინიშნება, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებების ოფიციალური გზავნილია: „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“.
„საუკუნის წინ აღდგა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა, მისი ავტოკეფალია. თუმცა ეკლესიის, როგორც საქართველოს ერთიანი სხეულის საყრდენის აღორძინებას ჩვენი წმინდა პატრიარქის, ილია მეორის ნახევარსაუკუნოვანი შრომა დასჭირდა. მისი სასწაულებრივი ღვაწლის ნაყოფი ვიხილეთ ორიოდე კვირის წინ, როდესაც საქართველოს ეკლესიის კრებამ კათოლიკოს-პატრიარქი გამოარჩია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩვენ ვნახეთ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი ავტოკეფალია, ნამდვილი დამოუკიდებლობა, როდესაც ჩვენ თვითონ, ყოველგვარი უცხო მოქმედებისგან თავისუფლად, თავად ვწყვეტთ ჩვენს ბედისწერას.
„ისტორიის მორიგი ფანჯარა გაიხსნა 35 წლის წინაც, როდესაც დავიბრუნეთ მეორე საყრდენიც, ჩვენი სახელმწიფოებრიობა – ბევრჯერ დაკარგული, მაგრამ არასდროს დავიწყებული იდეა. 35 წელია, ერი და ბერი, ერთად გავდივართ სახელმწიფოდ ყოფნის, დამოუკიდებლად ქცევის და სუვერენიტეტის მოპოვების ეკლიან გზას. გავდივართ ჯიუტად, შეუპოვრად და მტკიცედ“, -განაცხადა პაპუაშვილმა.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონიით დაიწყო. გარდა ამისა, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქსა და 20 ქალაქში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების და საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის სამხედრო თვითმფრინავებმა გადაიფრინეს.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.