https://sputnik-georgia.com/20260526/opoziis-aliansi-kampanias-ickebs-298859683.html
„საქართველო იმსახურებს უკეთესს“ - ოპოზიციური გაერთიანება კამპანიას იწყებს
„საქართველო იმსახურებს უკეთესს“ - ოპოზიციური გაერთიანება კამპანიას იწყებს
Sputnik საქართველო
„ოპოზიციის ალიანსი", რომელშიც 9 პარტია შედის, აღნიშნული კამპანიით გეგმავს მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობის გაფართოებას. 26.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-26T22:39+0400
2026-05-26T22:39+0400
2026-05-26T23:09+0400
საქართველო
ქართული ოპოზიცია
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1f/297885992_0:19:800:469_1920x0_80_0_0_df2fb8ed928cb7b3e424f4d4d6f21802.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე „ოპოზიციის ალიანსმა" მასშტაბური კამპანიის - „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ დაწყება დააანონსა.აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს ოპოზიციური გაერთიანების სამოქმედო სტრატეგიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების მიღწევას.ოპოზიციის ლიდერების თქმით, პროცესი ითვალისწინებს ორთვიან აქტიურ ფაზას, რომლის ფარგლებშიც გაიზრდება პირისპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით - უმთავრესი პრიორიტეტი არა საერთაშორისო პარტნიორებთან ვიზიტები, არამედ რეგიონებსა და ქალაქებში მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერის მოპოვებაა.„ოპოზიციის ალიანსი", რომელშიც 9 პარტია შედის, აღნიშნული კამპანიით გეგმავს მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობის გაფართოებას. ამასთან, გაერთიანება გეგმავს უწყვეტი და კოორდინირებული საპროტესტო მოქმედებების გაგრძელებას, რათა დაცული იყოს ქვეყნის პროდასავლური კურსი.საპროტესტო მსვლელობა, რომელიც „ოპოზიციის ალიანსის" ორგანიზებით გაიმართა, 20:00 საათზე დაიწყო - აქციის მონაწილეები თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტისკენ გადაინაცვლეს, სადაც პოლიტიკურმა ლიდერებმა შეკრებილთ სიტყვით მიმართეს.თბილისის მერიამ ოპოზიციურ გაერთიანებას პარლამენტის წინ სცენისა და ხმის გამაძლიერებელი აპარატურის განთავსების უფლება არ მისცა. თბილისის მერიის გარდა, აქციის რუსთაველის გამზირზე ჩატარების ნებართვა არ გასცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა აქციის ორგანიზატორების მხრიდან განცხადების წარდგენის ვადების დარღვევა, აგრეთვე თბილისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სახელმწიფო ღონისძიებები. პოლიციამ ტერიტორიიდან ის მიკროავტობუსიც გააყვანინა, სადაც ტექნიკა ინახებოდა.საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა აკრძალვის მიუხედავად, ადგილზე ხმის გამაძლიერებელი აპარატურის მიტანა მაინც შეძლეს.მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს „ოპოზიციის ალიანსში" შემავალი პარტიების ლიდერებმა, წევრებმს და რიგითმა მოქალაქეებმა.ოპოზიციის ალიანსიმარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა და განაცხადა, რომ მთავრობის შეცვლას აპირებს. ალიანსში შევიდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „თავისუფლების მოედანი“.დამფუძნებლების თქმით, ალიანსის მიზანია „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფა.თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გარშემოც შეიქმნა ალიანსი, ძველებურად აგრძელებს მოქმედებას და მუშაობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.ხელისუფლება ამ ძალებს „რადიკალურ ოპოზიციას“ და „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს და მათ, ასევე ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1f/297885992_76:0:725:487_1920x0_80_0_0_61e5638a9fc72a36441d69aa597ef85a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოპოზიცია, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, თბილისი დღეს
საქართველო, ქართული ოპოზიცია, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, თბილისი დღეს
„საქართველო იმსახურებს უკეთესს“ - ოპოზიციური გაერთიანება კამპანიას იწყებს
22:39 26.05.2026 (განახლებულია: 23:09 26.05.2026) „ოპოზიციის ალიანსი", რომელშიც 9 პარტია შედის, აღნიშნული კამპანიით გეგმავს მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობის გაფართოებას.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე „ოპოზიციის ალიანსმა" მასშტაბური კამპანიის - „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ დაწყება დააანონსა.
აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს ოპოზიციური გაერთიანების სამოქმედო სტრატეგიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების მიღწევას.
„ვიწყებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით „საქართველო იმსახურებს უკეთესს“. ეს კამპანია უნდა დავამთავროთ ახალი დემოკრატიული არჩევნებით და მმართველი პარტია „ქართული ოცნების" რეჟიმის დასრულებით“, - განაცხადა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სიტყვით გამოსვლისას.
ოპოზიციის ლიდერების თქმით, პროცესი ითვალისწინებს ორთვიან აქტიურ ფაზას, რომლის ფარგლებშიც გაიზრდება პირისპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით - უმთავრესი პრიორიტეტი არა საერთაშორისო პარტნიორებთან ვიზიტები, არამედ რეგიონებსა და ქალაქებში მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერის მოპოვებაა.
„ოპოზიციის ალიანსი", რომელშიც 9 პარტია შედის, აღნიშნული კამპანიით გეგმავს მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობის გაფართოებას. ამასთან, გაერთიანება გეგმავს უწყვეტი და კოორდინირებული საპროტესტო მოქმედებების გაგრძელებას, რათა დაცული იყოს ქვეყნის პროდასავლური კურსი.
საპროტესტო მსვლელობა, რომელიც „ოპოზიციის ალიანსის" ორგანიზებით გაიმართა, 20:00 საათზე დაიწყო - აქციის მონაწილეები თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტისკენ გადაინაცვლეს, სადაც პოლიტიკურმა ლიდერებმა შეკრებილთ სიტყვით მიმართეს.
თბილისის მერიამ ოპოზიციურ გაერთიანებას პარლამენტის წინ სცენისა და ხმის გამაძლიერებელი აპარატურის განთავსების უფლება არ მისცა. თბილისის მერიის გარდა, აქციის რუსთაველის გამზირზე ჩატარების ნებართვა არ გასცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა აქციის ორგანიზატორების მხრიდან განცხადების წარდგენის ვადების დარღვევა, აგრეთვე თბილისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სახელმწიფო ღონისძიებები. პოლიციამ ტერიტორიიდან ის მიკროავტობუსიც გააყვანინა, სადაც ტექნიკა ინახებოდა.
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა აკრძალვის მიუხედავად, ადგილზე ხმის გამაძლიერებელი აპარატურის მიტანა მაინც შეძლეს.
მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს „ოპოზიციის ალიანსში" შემავალი პარტიების ლიდერებმა, წევრებმს და რიგითმა მოქალაქეებმა.
მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა და განაცხადა, რომ მთავრობის შეცვლას აპირებს. ალიანსში შევიდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „თავისუფლების მოედანი“.
დამფუძნებლების თქმით, ალიანსის მიზანია „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გარშემოც შეიქმნა ალიანსი, ძველებურად აგრძელებს მოქმედებას და მუშაობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ხელისუფლება ამ ძალებს „რადიკალურ ოპოზიციას“ და „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს და მათ, ასევე ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.